საშინელ თავის ტკივილს ვგრძნობდი.
მეგონა რაღაც შიგნიდან მღრღნიდა და მწვავდა.
თვალები როგორც კი გავახილე,
მაშინვე ფანჯარას მოვკარი თვალი.
წვიმის წვეთებით იყო შემკული და შუქს ოთახში უნებაბართვოდ უშვებდა.
ხელები თვალებზე მოვისვი და საწოლზე წამოვჯექი.
საშინლად მტკიოდა ყველაფერი და მუცლის ყრუ ტკივილიც მაწუხებდა.
თავი საწოლს მივაყრდენი და ამოვიოხრე.
ოთახში ბარბარე შემოვიდა.
ხელში ჭიქა ეკავა.
თმა საშინელ დღეში ჰქონდა და სახეზეც შეშუპებული იყო.
ალბათ კარგად არ ეძინა.
სუსტად გამიღიმა და ჩემთან ჩამოჯდა.
წყალი კომოდზე დადო."როგორ გეძინა?"-თმა თმისსამაგრით შეიკრა და სახე დაიზილა.
"აუ გათიშული კი ვიყავი,
მაგრამ ყველაფერი მტკივა.
დღეს რა რიცხვია?"-მუცელზე ხელი მივიჭირე და თვალები დავხუჭე."კრიტიკული დღეები დაგეწყო უეჭველი.
დღეს 20-ია"-ფეხზე წამოდგა და კარადა გამოაღო-"წყალი დალიე,ვჭამოთ და მერე წამალი.
თან ჩვენები მიდიან""სად მიდიან?"-წყალი მოვსვი და ლოგინიდან წამოვდექი.
ჯანდაბა.
ძალიან მტკივა ყველაფერი."ის კაცი რომ მოკვდა,
იმის სახლში მიდიან.
დღეს იქ დარჩებიან ალბათ"-მხრები აიჩეჩა და შემოტრიალდა."ხოდა ძალიან კარგი"
"სესილი"-ხმა შეეცვალა.
გავხედე და პირსახოცი ისე ავიღე.
ტუჩი მოიკვნიტა და კარგად დამაკვირდა."გუშინ რაც მოხდა გახსოვს?"-შეპარვით მკითხა.
"მახსოვს"-დავიჩურჩულე.
"ვიცი რა საშინელებასაც განიცდიდი.
ისიც გამიკვირდა,მას ასე უბრალოდ რომ მოშორდი და ნიკოს გაყევი საცეკვაოდ"-დაბნეულმა თქვა.ამოვიოხრე და საფეთქლები დავიზილე.
გუშინდელიდან ყველა დეტალი მახსოვდა."შენს სიტყვებზე დავფიქრდი.
რაღაც მხრივ მართალი ხარ ბარბი..."-წყნარად ვუთხარი და ცოტა შერცხვენილმა თვალები ავარიდე.
YOU ARE READING
ვნება თუ სიყვარული?
Short Story"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულებული) June,2020.