თავი 11.

12.1K 320 271
                                    

"ისე მიყვარს საფლავში ეს ჩამატანეთ"-ამოვიოხრე და სალათი ჩავიდე პირში.

ისეთი გემრიელი იყო,
რომ ლამისაა თათას ხელები დავუკოცნო.
დიდად არ ვათამამებ და არ ვეუბნები რომ გემრიელია.
უბრალოდ ვამბობ,
რომ ძალიან მიყვარს ცეზარი.
თათაც არ იმჩნევს,
მაგრამ ხანდახან ღიმილი ეპარება ტუჩებზე.
ცუღლუტი.

"რაღაც უნდა გითხრათ"-კოლა მოსვა და ბარბარეს შეხედა.

ბარბარე გამწარებული იტენიდა პირში საჭმელს,
და როცა ორივეს მზერა იგრძნო,
ჭამა შეწყყვიტა და ბოლო ლუკმა გადაყლაპა.
რა ღორმუცელაა.

"რა?"-კითხულობს და ჭიქას ცლის.

"წასვლა მინდა"-უხერხულად თქვა.

"სადა სადააა"-ვუთხარი სიცილით და თვალი ჩავუკარი.

"ბექასთან ერთად პლაჟზე"-რატომ მორცხვობს?

"ოქეი"-ბარბარემ ჭამა განაგრძო.

არ ვიცოდი ასეთი დიდი გრძნობები თუ ექნებოდა თათას ვინმესთან.
გაბრწყინებული სახით არჩევდა საცურაო კოსტიუმებსა და სხვადასხვა ფერის სანდლებს.
ამბობდა,რომ საიმე სექსულაური სჭირდებოდა.
არ მესმოდა მისი.
ბიჭი უკვე მისით მოხიბლული იყო,
მაგრამ თვითონ არ ცდილობდა რაიმეს,
რომ ბექა შეენარჩუნებინა.
მხოლოდ და მხოლოდ ის ადარდებდა,
ბექას მისი ტანისამოსი თუ მოეწონებოდა.
შეიძლება თათა ამ ურთიერთობას მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებდა და უბრალო ზაფხულის რომანად აღიქვამდა.
ან შეიძლება იმედიც არ ჰქონდა არაფრის ბექასთან დაკავშირებით.
შეიძლებოდა ვერც ხვდებოდა და ამჩნევდა ბექას გრძნობებს.

"შენი აზრით ასე გვიან რომ გავუშვით კარგი ვქენით?"

ბარბარე ნერვიულობდა.
ბევრი რამის მიუხედავად საკუთარ დაზე ყოველთვის ზრუნავდა.
მაინც ვერ იმშვიდებდა თავს და თათას ყოველ 10 წუთში ურეკავდა.
ჯერ მხოლოდ 6 საათი იყო და მზე ჩასვლას არ აპირებდა.
მშვენიერი დრო იყო ზღვაზე რომანტიკული დროის გასატარებლად.
ალბათ ბექაც ამას გეგმავდა.

ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now