თავი 24.

8.6K 284 189
                                    

აცივდა.
საშინლად აცივდა მთელ ქალაქში.
ან შეიძლება სულაც არ ციოდა და ჩემი სხეული იყო ასეთი გაყინული.
ჩემი სხეული იყო ასეთი უსიცოცხლო და გამოფიტული.
ისეთი შეგრძნება მქონდა,
თითქოს წარსულში დავბრუნდი.
ან წარსულის ტკივილი დამიბრუნდა.
ან შეიძლება ეს სულაც არ იყო წარსულის ტკივილი.
ეს იყო რაღაც სხვა.
პარაზიტივით.
მთელ სხეულს რომ მიჭამს და მგონია,
შიგნით არაფერი მაქვს.
მოჩვენებასავით დავძრწოდი ყველგან.
საშინელი შეგრძნებაა.
საშინელი.

ისევ ფანჯრიდან გავყურებდი ქალაქს.
უკვე დეკემბრის ქალაქს.
გაუფერულდა ყველაფერი.
მაგრამ ამასთან ერთად ყველაფერი ნათურებითა და საახალწლო სათამაშოებით აივსო.
ხალხი ახალი წლისთვის მზადებას იწყებდა.
ზოგს არც უხაროდა.
ზოგს ფეხებზე ეკიდა ახალი წელიც და ყველაფერიც.
ლექტორს ისევ არ ვუსმენდი და საკუთარ თავს ამის გამო ვაგინებდი.
მაგრამ არ შემეძლო ვინმესთვის მომესმინა.
საკუთარ ფიქრებში ვიყავი გახვეული და სხვებს ოდნავადაც არ ვაქცევდი ყურადღებას.
ჩემი ასეთი ცვლილება არავის შეუმჩნევია,
რადგან მიჩვეულები იყვნენ ამ ყველაფერს.
თანაც ნანასა და გენოს თავიანთი ტკივილი გააჩნდათ და იმაზე დარდობდნენ ახლა.

ბარბარე იყო ჩემს გვერდით.
ჩემი ბარბი.
ჩემი ესმოდა და არც მკიცხავდა.
რა თქმა უნდა ხანდახან წყენით გამოთქვამდა თავის აზრს და ყოველ ღამე მეჩიჩინებოდა იმას,
რომ საკუთარ გრძნობებში გავრკვეულუყავი.
უცნაური იყო ღამეებს იოანესთან საუბარში რომ აღარ ვათენებდი.
უცნაური იყო წერას რომ არ მაწყვეტინებდა მისი ზარები და შეტყობინებები.
შეიძლება მისთვის უკეთესიც იყოს ის სიტყვები რაც მე ვუთხარი.
შეიძლება მისთვის უკეთესი იყოს ეს ტკივილი.
შეიძლება ბედნიერება იპოვოს და იმას ჩაებღაუჭოს,
ვიდრე მე და ჩემ უსიცოცხლო სულს.

მუჭში ბეჭედი მაგრად მოვიქციე და ზურგჩანთა მოვიკიდე.
აუდიტორიიდან ძლივს გავაღწიე და უნივერსიტეტის დერეფანში ჩქარა დავიწყე ნაბიჯების გადადგმა.
იატაკს ვუყურებდი და ვცდილობდი ყველა დამეიგნორებინა.
ნაცნობებიც და უცნობებიც.
ძლივს ჩავისუნთქე დეკემბრის ცივი ჰაერი.
სახლის გზას გავუდექი.
დღეს ფეხით მინდოდა სიარული.
ხელიც მეწყობოდა იმაში რომ შორს არ ვცხოვრობდი.
მომწონდა უხმოდ და უსიტყვოდ რომ მივდიოდი აფორიაქებულ და აწეწილ ქუჩებში.
ხანდახან ეს სუსხიც კი მსიამოვნებდა.

ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now