1. სკოლა ის ადგილი არ არის.

8.7K 294 72
                                    

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო, მადლობთ რომ ჩემი ფიკის წაკითხვა გადაწყვიტეთ, არ დაგავიწყდეთ ყველა თავის დავოუთება და რაც მთავარია აზრიდ გამოთქმა❤️💕

(ჰომოსექსუალობა არის ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო ნორმალიზირებული ამ ფიკში.)

ჩემთვის მთავარი ის გრძნობებია დანახვის გარეშეც რომ შეიგრძნობ, თვალის გახელის გარეშეც რომ აღწევს შენში, ამ მომენტში არარის საჭირო სინათლე ან ფერები, მხოლოდ ჰაერი და სხეულიც საკმარისია.

ქუჩაში მიმავალს სახეზე ნაზი ნიავი გეხება რომელსაც თან ახლად გაფურჩქნული კვირტების სურნელი მოაქვს,ბუნება ცდილობს გაგრძნობინოს გაზაფხულის სილამაზე.
ჩერდები და ხელს უმისამართოდ იშვერ, შემდეგ კი კანზე ნაზი შეხებით კრთები მაგრამ იღიმი როდესაც ხის ტოტს სწვდები, თითქოს წარმოგიდგენია კიდეც შენს წინ გადაშლილი ხედი.

ფეხისწვერებზე ვიწევი, სახეზე და ხელებზე რბილი ყვავილები მეხებოდნენ, ისე ნაზად და მგძნობიარედ თითქოს გრძნობდნენ რომ ეს მჭირდებოდა, შეეძლოთ მიმხვდარიყვნენ თუ როგორი საამური და აუცილებელი იყო ჩემთვის ასეთი მსუბუქი შეხებაც კი.

- ლამაზია... - ბედნიერმა ამოვიჩურჩულე, მხოლოდ შეხებითაც ვხვდებოდი რა მშვენიერი სანახაობის წინ ვიდექი.

- მართალი ხარ. - ყურთან იუნგის მკვეთრი ხმა მომესმა, შევკრთი, ხმის მიმართულებით ღიმილით გავიხედე, იმდენად გართული ვიყავი ვერც კი შევნიშნე მისი ასე მოახლოება, სუნთქვით ვხვდებოდი რომ ერთი ნაბიჯის მოშორებით იდგა.

ხელი გავიშვირე და პირდაპირ მის მხარს შევეხე.

- ხომ არ ნერვოულობ? -თანაგრძნობით მკითხა და ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა

თითები ზედმეტად ცივი და სუსტი ქონდა, საპნის მძაფრი სურნელი ვიგრძენი. იუნგი ყოველთვის ერთიდაიმავე საპონს ხმარობდა, მარწყვის არომატით.

shut the fuck upWhere stories live. Discover now