ჩონგუკი სახლიდან გამოვიდა. სად მიდიოდა თავადაც არ იცოდა.
სცადა თეჰიონს დაკავშირებოდა მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ინანა, რომ სონმინის ნომერი არ ჰქონდა.მიდიოდა და ჯიმინზე ფიქრობდა. სწორედ მოიქცა, რომ ასე დატოვა? ნამდვილად კარგად მოიქცა, რომ ყველაფერი გაუმხილა?
ჩიხში შესვლისას სამი ბიჭიდან ერთერთს შემთხვევით მხარი გაკრა.
-ჰეი, შენ! წინ არ უნდა იყურო სად მიდიხარ ნაბიჭვაროო?ჩონგუკმა მის ძახილს ყურადღება არ მიაქცია, თავის ფიქრებში გართულმა გზა განაგრძო. ეს სამი წამოეწია და ჩონგუკი მხარზე ხელის დადებამ გამოაფხიზლა. შემოტრიალდა თუ არა მუცელში წვა იგრძნო, მერე კიდევ ერთხელ, ისევ და ისევ... ჩაიკეცა.
- აბა ვნახოთ ჯიბეში რა გაქვს. - ერთერთმა მისი ჯიბისკენ წაიღო ხელი.
ჩონგუკს ჯიბეში ტელეფონი ედო, სადაც ჯიმინთან ერთად გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს ინახავდა, რომელსაც ვერ დათმობდა.
მიხვდა რომ სამი ერთზე იყვნენ და მათ ვერ მოერეოდა, ამიტომაც გაქცევა არჩია.
მირბოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და თავადაც არ იცოდა სად. სამი ბიჭი კი მოსდევდა.
სულ ცოტაც და დაეწეოდნენ.
YOU ARE READING
გენიალური იდეა
Fanfictie" სამივე ჩუმად ისხდა და უცებ თეჰიონმა წამოიყვირა: -უნდა დამეხმაროთ ჩონგუკის მოტაცებაში. " ( თქვენ დაეხმარებოდით? ) ყველაფერი ბანალურად სკოლიდან იწყება... მაგრამ სხვა დანარჩენი ? არავის ფანფიკს არ ჰგავს *_*