32. I like it

173 21 17
                                    

   ჯინიმ დაინახა რომ სეულს გასცდნენ, მაგრამ სად მიდიოდნენ ჰობი მაინც არ ეუბნებოდა.
  ლაპარაკში ჯინს დაეძინა. ჰობიმ სანამ საცობში იდგნენ ცხვირზეც კი აკოცა. ჯინმა ძილში ბუზღუნი ამოუშვა.
- კარგი მეტს აღარ ვიზამ - გაეცინა ჰობის.

  ადგილზე, რომ მივიდნენ ჯინს ისევ ეძინა.
ჰობიმ არ გააღვიძა. ადგილის მომზადებას შეუდგა და მძღოლის მოტანილი ნივთების გადმოლაგება დაიწყო საბარგულიდან.

  ყველაფერი, მზად იყო ჰოუპმა, რომ ფანჯარაზე მიუკაკუნა. ჯინი მანქანიდან მთქნარებით გადმოვიდა.

- მოიხურე შეგცივდება.
  ჰობიმ პლედი ღიმილით გაუწოდა.
- ახალგაღვიძებულზე, რომ ამთქნარებ თვალები თითქმის არ გიჩანს.
-  არცერთ კორეელს არ უჩანს. - ეწყინა ჯინს.
- ნუ გწყინს. მართალს რომ არ ვამბობდე აქამდე შეამჩნევდი სიურპრიზს.
  ჯინმა მხოლოდ ახლა მიმოიხედა.
- ოჰოოო...
- ბანალურობის პიკი ვარ ხო?
- არა. . ყველაფერი ისეთი... ვაუ..  რაღაცნაირია.

ჰობის ჯინი კონცხთან მოეყვანა, რომელიც პირდაპირ კორეის სრუტეს  გადაჰყურებდა.

ძირს პლედი დაეგო, მასზე კი 2 ბოკალი, ლანჩის ყუთით ტოკპოკი, კარვის სანათი, ლეპტოპი და ის 2 ბოთლი ღვინო იდგა რომელიც რესტორნიდან წამოიღო. ხეებზე ელექტრო სანათები იყო მიმაგრებული, რომლებსაც მზის ფორმა ჰქონდათ, გარემოს სხვადასხვაფრად ანათებდნენ.

- რაღაცნაირი ანუ ბანალური ?
- არა, რას ჩაიხვიე ეს ბანალური?? მოულოდნელია... ეს განათებებიც.. 
- შენ ყოველთვის ამბობდი რომ მე მზეს ვგავარ , "Sunshine" გახსოვს? ისინიც მზეს გვანან როგორც მე.
- მზე იმიტომ იყავი, რომ ჩემს ცხოვრებას ანათებდი.
- ისევ გავანათებ. თან სამუდამოდ .
  
   ბიჭები დასხდნენ. სვამდნენ და ფილმს უყურებდნენ. ჯინს "მატარებელი პუსანში" უნდოდა და ჰობიმ ძლივს გადაათქმევინა ამ გარემოს არ უხდებაო.

   ცოტა ხანში შესცივდათ და ჯინი ვერც მიხვდა როგორ აღმოჩნდა ჰობისთან ისე ახლოს, რომ თითქმის ეხუტებოდა.
   ფილმი, რომ მორჩა წასვლა გადაწყვიტეს. დაიწყეს მორთული ხეების ჩამოხსნა. ჯინის ორგანიზმში უკვე საკმაოდ გაიხსნა ალკოჰოლი და როგორც იქნა უთხრა:

- ჰობი.. გუშინდელი ღამე არ მახსოვს.
  სანათების ჩამოსახსნელად გაწვდენილი ხელი ჰობის გაუშეშდა... თბილი ორგანიზმი, ტკბილი კოცნა, მისი გულწრფელი აღიარება... ნუთუ ჯინს არაფერი ახსოვდა?
 
ჯინმა რომ ნახა ჰობი ხმას არ მცემსო,   მორთულობა ძირს  დააგდო და მასთან მივიდა.
 
ჰობიმ შეშფოთებული ჯინი რომ დაინახა დასამშვიდებლად გაუღიმა.
- არაუშავს ჯინ თუ არ გახსოვს. მე შემიძლია... გა.. გაგახსე...ნო....
  ჰობიმ ჯინს წელზე მოხვია ხელი, ახლოს მისწია და ტუჩებში თავდაჯერებულად აკოცა.

  როდესაც ჯინი გაუშვა გაეღიმა. ჯინი იმაზე წითელი იყო ვიდრე პომიდორი. მაგრამ უეცრად გაიგო ის რასაც არ ელოდა:

- რაღაც კარგად ვერ გავიხსენე და კიდევ, რომ გავიმეოროთ?
  ჰობი ახლოს მივიდა, ჯინს უკვე ტუჩები მზად ჰქონდა საკოცნელად, თვალები კი დახუჭული, ჰოუპმა მას შუბლზე აკოცა. ჯინმა გაოცებულმა გაახილა თვალები.
  - ცივა , წავიდეთ.

ყველაფერი მანქანაში დააბრუნეს.
- შენ რომ ნასვამი ხარ სეულში როგორ დავბრუნდებით?
  - ვინ თქვა, რომ ვბრუნდებით?  - ჰობიმ მანქანა დაძრა.
  ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
შემდეგი თავი ხვალ.  მეიასამნისფერებით ✅😍

  

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now