უკვე კვირაზე მეტი გავიდა რაც ჯიმინი საავადმყოფოში დააწვინეს. მას გამოსაცვლელი ტანსაცმელი სჭირდებოდა, სახლში თემინი ( სონმინი და თეჰიონი ) გაგზავნა მოსატანად.
როდესაც მივიდნენ ჯიმინის ძმა, შუგა, სახლში არ დახვდათ დახვდათ. თეჰიონმა შუგას დაურეკა :
-შუგა ჰიონ, სად ხარ ?
- ვინ ხარ?
- თეჰიონი ვარ, ჯიმინის მეგობარი. აი გენიალური იდეა, რომ მქონდა და ჩონგუკი გაციტაცეთ ის.
- ჯიმინს მოუვიდა რამე თუ ისევ რამე გეგმა გაქვს?
- არა, არა. ჯიმინს თავისი ნივთები დასჭირდა. მოვედით და სახლის კარებთან ვდგავართ.
-აააა, სტუდიაში ვარ. გასაღები ხალიჩის ქვეშ დევს. მეც მალე მოვალ. დამელოდეთ.
სონმინი და თეჰიონი სახლში შევიდნენ. ნახევარ საათში ჯიმინის ჩანთა უკვე მზად ჰქონდათ, შუგა კი არსად ჩანდა.. მიღების საათები საავადმყოფოში მალე დასრულდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს წასულიყვნენ. გარეთ წვიმა დაიწყო.
-მგონი არაფერი დაშავდება ქოლგას თუ "მოვიპარავთ" -თეჰიონმა ქოლგა აიღო და კარი გააღო. წინ ბიჭი შეეფეთა.
-მმმ გამარჯობათ. ჯიმინი აქ ცხოვრობს?
-ეხლა არა... კი არადა... კი აქ ცხოვრობს უბრალოდ ეხლა აქ არ არის. საავადმყოფოშია. და თქვენ ვინ ხართ?
-მე მისი მეგობრის, ჩონგუკის ძმა ვარ. ჩემს ძმას ვეძებ და მეგონა მას ეცოდინებოდა სად არის. - თეჰიონი ამის გაგონებაზე გაფითრდა.
-ჩონგუკი ჩვენი მეგობარიც არის და ჩვენც ვეძებთ. - უთხრა სონმინიმ. .
უცებ ლიფტის კარი გაიღო და იქიდან შუგა გამოვიდა გინებით, თან ძირს იყურებოდა :
- რა ყლეობაა, სპერმაა თუ წვიმა? რანაირად ასხამს?
შუგამ თავი ასწია და ნამჯუნი დაინახა:
- შეენ ?
ნამჯუნსაც იგივე რეაქცია ჰქონდა . " ეს ის პოლიციელი არ არის? თუმცა რა აცვია? ..."
" ეს ტიპი რას მოეზნეყვა აქ? რა ქვია არც მახსოვს... რატომ მაკვირდება ისე თითქოს მე კატა ვიყო და ეს ძაღლი ? "
YOU ARE READING
გენიალური იდეა
Fanfiction" სამივე ჩუმად ისხდა და უცებ თეჰიონმა წამოიყვირა: -უნდა დამეხმაროთ ჩონგუკის მოტაცებაში. " ( თქვენ დაეხმარებოდით? ) ყველაფერი ბანალურად სკოლიდან იწყება... მაგრამ სხვა დანარჩენი ? არავის ფანფიკს არ ჰგავს *_*