14. Best of me

256 25 0
                                    

    ბიჭი პარკში იჯდა და თავის დას ელოდა. გოგო, როგორც ყოველთვის აგვიანებდა.
  მთელი თხუთმეტი წუთით დაგვიანების, შემდეგ
როგორც იქნა მოვიდა.

- ნუთუ ეს შენ ხარ? როგორ გაიზარდე დაიკოოო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


- ნუთუ ეს შენ ხარ? როგორ გაიზარდე დაიკოოო. აბა კარგად დამენახე.

- ჰოსოოოკ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- ჰოსოოოკ .. - გოგოს ძმის დანახვა ძალიან გაუხარდა. ტირილი დაიწყო.

ჰოსოკი და სონმინი დიდხანს ეხუტებოდნენ ერთმანეთს.
- დაიკო, ამდენ ხანს რატომ დაიგვიანე ?
- ამდენ ხანს ? შენ მთელი სამი წლით დაიგვიანე და თან ერთი კვირის წინ ჩამოხვედი და დღეს მნახე, არ გრცხვენია? - გაუჯავრდა და.

  - მაპატიე. არ მეცალა. ისეთ ამბავს მოგიყვები არ დაიჯერებ.
  - ისევ იტყუები? - ეწყინა სონმინს.
  - არა, გეფიცები. ჯერ მომისმინე.
    გოგო მოემზადა ისტორიის მოსასმენად. ჰოსოკმა დაიწყო:
- რომ ჩამოვედი ამერიკიდან, წვიმდა. ამიტომ გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. ერთერთ ქუჩაზე ბიჭი ვნახე , უგონოდ, დაჭრილი ეგდო ძირს... წარმოიდგინე სისხლის გუბეში. ხომ არ მოვატოვებდი არა?
  - ისევ შენი ზღაპრები ძამიკო?
- არააა. მისმინე. ჰოდა  საავადმყოფომდე ხელით ვატარე. ძალიან მძიმედ იყო, ბევრი სისხლი დაკარგა და ექიმებს ეგონათ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა. მე მთელი ღამე იქ გავატარე,  მეორე დღეც და მესამეც, მანამ ვიყავი იქ სანამ არ დავრწმუნდი, რომ გამოკეთდა. ეხლა უკვე კარგად არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით საწყალი ჩონგუკი ეტლით გადაადგილდება.
   სონმინიმ, როგორც კი ჩონგუკი გაიგო ეგრევე წამოხტა სკამიდან.
- ჩონგუკი? დარწმუნებული ხარ, რომ ეგრე ქვია?
- კი ჩემი ხელით შევავსე საბუთები. რა ხდება ?
   სონმინიმ იცოდა, რომ ჩონგუკი ჯიმინის სახლიდან წამოვიდა. მიზეზი რა იყო ჯიმინს არ უთქვამს, მაგრამ თქვა, რომ ეძებდა. სონმინიმ კი იპოვა.
  - წამიყვანე მასთან. ეხლავე.
   - მიღების საათები დამთავრდა. ხვალ აუცილებლად წავალთ.
   სონმინიმ და ჰოსოკმა ბევრ რამეზე ილაპარაკეს, სკოლაზე, მამაზე, ამერიკაზე, ახალ სახლზე, ჯინზე. გვიან ღამით დაიშალნენ.

   სონმინი გათენებას ელოდა. ჯერ არავისთვის უთქვამს, რომ ჩონგუკი იპოვა. იქნებ ეს სხვა ჩონგუკია და ტყუილად აეფორიაქებინა ბიჭები?

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now