- - - - - 1 კვირის შემდეგ - - - - -
როდესაც თეჰიონი სკოლიდან დაბრუნდა სახლში აღელვებული სონმინი დახვდა, მან მოკიდა თეს ხელი, კარადასთან მიათრია და ტამსაცმელების სახეში ყრა დაუწყო, თან ?ძალიან ჩქარა და გადაბმულად ლაპარაკობდა. თემ ვერაფერი გაიგო.- რა ვერ გაიგე?! მამაჩემი მოდის და რომ გაიგოს ბიჭთან ერთად ვცხოვრობ მომკლავს. ამიტომ შენ უნდ გახდე გოგო.
თეჰიონი ეჭვნარევად დათანხმდა. შევიდა სააბაზანოში და გამოიცვალა.
- შენ ეხლა გოგო ხარ, ბიჭი თუ ტრანსი ? - გადაიხარხარა სონმინიმ .
თეჰიონს ღიმილი სახეზე შეეყინა, გაბრაზებისგან გაწითლდა.
- მე საერთოდ შენთვის ვცდილობ. შენ კიდევ გინდა მაწყენინო ?
- კარგი, კარგი მაპატიე... მოდი მე დაგეხმარები.- - - - - 4 საათის შემდეგ - - - - -
- გამარჯობა მამააა - სონმინი მამამისს ისე შეახტა კინაღამ წააქცია. სახლში შემოიპატიჟა .- ეს სოიონია ჩემი მეგობარი და ოთახის მეზობელი.
- ეს კი მამაჩემია ბან ში ხიოკი.
მამა-შვილი სონმინის ოთახში განმარტოვდნენ. თემ მიაყურადა , როგორ ტუქსავდა მამა სონმინს ქორწილიდან გამოპარვის გამო.
- შენ მე იმედები გამიცრუე. როგორ შეგეძლო საკუთარ მამას ასე მოქცეოდი ?
- მამა მე ის არ მიყვარს.
- ხო, მაგრამ როგორ ვერ იგებ რომ შენთვის და შენი ოჯახისთვის ასეა საჭირო? ამაზე ჩვენ კიდევ მოგვიანებით ვისაუბრებთ.ეხლა კი გაემზადე რესტორანში მივდივართ.უცებ კარი გაიღო და სოიონი ( თეჰიონი ) კინაღამ ზედ დაეცა ბან ში ხიოკს.
- - - - - 4 საათის შემდეგ - - - - -
თეჰიონს დაეზარა გამოცვლა და სონმინს ელოდებოდა.
ის სონის თამაშობდა როდესაც კარი გაიღო და სახლში სონმინი შემოვიდა, უკან ჯიმინი და ჩონგუკი შემოჰყვნენ, რომლებიც სადარბაზოში შეხვდნენ მას.ჯიმინიმ გოგოდ გადაქცეული თეჰიონი მაშინვე იცნო. სურდა რაღაც წამოეძახებინა, მაგრამ ჩინგუკმა დაასწრო:
- ეს შენი მეგობარია ? თეჰიონმა იცის აქ როა ?
სონმინს დაბნეულობისგან ენა დაება :
- ამმ... ისააა.. ხო ეს სოიონია, ეს კი ჩონგუკი და ჯიმინი . გაიცანით ერთმანეთი...ჯიმინიმ სონმინს თვალი ჩაუკრა და სოჯუს ბოთლები მაგიდაზე დაალაგა.
YOU ARE READING
გენიალური იდეა
Fanfiction" სამივე ჩუმად ისხდა და უცებ თეჰიონმა წამოიყვირა: -უნდა დამეხმაროთ ჩონგუკის მოტაცებაში. " ( თქვენ დაეხმარებოდით? ) ყველაფერი ბანალურად სკოლიდან იწყება... მაგრამ სხვა დანარჩენი ? არავის ფანფიკს არ ჰგავს *_*