2. Save ME

551 40 1
                                    

თე შოკისგან ადგილზე გაშეშდა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. გოგოს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია და მშვიდად ელოდა როდის ააწყობდა ბიჭი ტელეფონს.

-რას ნიშნავს მე ვინ ვარ ? მე აქ ვცხოვრობ. საკითხავი ისაა თავად ვინ ხარ ?

თეჰიონმა გადაწყვიტა ბინაში შესულიყო, მაგრამ გოგომ არ შეუშვა.

- საიდან უნდა ვიცოდე, რომ ნამდვილად აქ ცხოვრობ ? იქნებ მანიაკი ხარ და ჩემი მოკვლა, გაქურდვა ან სულაც გაუპატიურება გინდა?

თე ასეთ პასუხს არ ელოდა და უფრო დიდი შოკი მიიღო.

- კარგად ხუმრობ, მაგრამ მე შენ საერთოდ არ მაინტერესებ... მე უბრალოდ... მე ძალიან მინდა ტუალეტში... -ამოღერღა როგორც იქნა.
  
გოგოს თე შეეცოდა და შეუშვა.

    თე სიხარულით გაიქცა ტუალეტში. წუთის შემდეგ მან რაღაცის დავარდნის და კივილის ხმა გაიგო.
  ის  ეგრევე გამოიქცა ტუალეტიდან, თან გზაში ქამარს იკრავდა. დაინახა, რომ იატაკზე ყუთები ეყარა გოგო კი არსად ჩანდა . თე ფრთხილად მიუახლოვდა ყუთებს. იქიდან კი საწყლად მათქვამი "მიშველე" მოესმა.

თემ ღიმილი ძლივს შეიკავა :
-როგორ მოხვდი მანდ ? (*ბავშვობიდან აქა ვზივარ*)

-ნუ იცი რააა.... მე უბრალოდ ძალიან დავიღალე და წამოწოლა გადავწყვიტე. -თქვა გოგომ სერიოზული ტონით.
- და ყუთები რად გინდოდა?
- შემცივდა და.... დიდხანს აპირებ ყურებას თუ მომიწვები ?

თე უკვე იატაკზე აპირებდა დაწოლას როდესაც გოგომ იყვირა :
- ფუ, იდიოტო ! ხელი მომეცი !

ასე გაიცნეს ერთმანეთი თემ და მისი ოთახის ახალმა მეზობელმა სონმინმა.

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now