როგორც კი გათენდა სონმინიმ ჰოსოკს დაურეკა, ჩონგუკთან წაყვანა თხოვა.
სანამ ჰოსოკი მოვიდა მან უკვე ჩანთა გაავსო ყველანაირი ხილით, რაც კი მაღაზიაში იპოვა.
ჰოსოკი თორმეტი საათისკენ მოვიდა. ჩანთა გამოართა.
- რომელ საავადმყოფოშია?
- წმინდა მარია.
- მანდ ჩემი მეგობარიც წევს . იმ წვიმიან ღამით ჩონგუკს ეძებდა და ფილტვების ანთება აქვს.
- მართლა? - კითხა მანქანაში ჩაჯდომამდე ძმამ.
როდესაც მანქანაში ჩასხდნენ ჰოსოკიმ ტელეფონი მიაწოდა:
- ეს ხომ არ არის შენი დაკარგული მეგობარი? ეს ფოტო მაშინ გადავიღეთ, ჩონგუკი, რომ იცინოდა წვივში გამჭრეს და ქუსლი შემიხვიესო.
სონმინიმ ფოტო გახსნა.გაუხარდა, რომ ჩონგუკი მხნედ იყო.
-ისაა, წავედით.გზაში სონმინი ცდილობდა ჯიმინთან და თეჰიონთან დაერეკა, მაგრამ თეჰიონი სკოლაში იყო და ტელეფონი გამორთული ქონდა, ჯიმინი კი არ პასუხობდა.
როდესაც საავადმყოფოში შევიდნენ, ჰოსოკიმ ჩონგუკის პალატა მიასწავლა დას, თვითონ კი წყლის მოსატანად წავიდა.
სონმინი პალატაში შევიდა, იქ არავინ დახვდა. დაჯდა და ლოდინი დაიწყო. ათ წუთში უკნიდან ეტლის ბორბლების ხმა გაიგო.
-გიპოვეე.
გოგომ ისე წამოიძახა უკან არც გაუხედავს .
YOU ARE READING
გენიალური იდეა
Fanfiction" სამივე ჩუმად ისხდა და უცებ თეჰიონმა წამოიყვირა: -უნდა დამეხმაროთ ჩონგუკის მოტაცებაში. " ( თქვენ დაეხმარებოდით? ) ყველაფერი ბანალურად სკოლიდან იწყება... მაგრამ სხვა დანარჩენი ? არავის ფანფიკს არ ჰგავს *_*