ჩონგუკიმ ძლივს დაიძინა. ხან მამაზე ფიქრობდა, ხან ჯიმინზე. ძალიან ღელავდა. დილით ადგა, ყველაფერი ჩაალაგა და ექიმს დაელოდა. როგორც კი გამოწერეს, ბარგი დატოვა და პალატიდან გავიდა. გეზი ჯიმინის პალატისკენ აიღო.
“უბრალოდ დავხედავ ფანჯრიდან... შევხედავ და წამოვალ"კარს ფრთხილად მიუახლოვდა. გული გამალებით უცემდა. ეგონა ეხლა გამიჩერდებაო. სუნთქვა ინსტიქტურად შეიკავა და ფანჯარაში შეიხედა. ჯიმინს მშვიდად ეძინა.
ჩონგუკი ყოყმანობდა, ძალიან უნდოდა შესულიყო და ახლოდან ენახა. თავი ვერ შეიკავა, კარის სახელურს აკანკალებული ხელი მოკიდა. ჩამოწია და შევიდა. ცდილობდა ფრთხილად მიახლოებოდა, რომ ბიჭისთვის ძილი არ დაეფრთხო.ერთი ნაბიჯი...ორი... " უკან ხომ არ გავბრუნდე?" ეჭვი შეეპარა, მაგრამ ჯიმინთან ახლოს ყოფნის სურვილი იმდენად დიდი ძლიერი იყო...
"მფარველო ანგელოზო.... რა მშვენიერი ხარ... როგორ მომენატრე ნეტავ იცოდე. "ბიჭი დაიხარა, ლოყაზე ფრთხილად შეახო ათრთოლებული ტუჩები. ჯიმინი შეირხა. ჩომგუკს შეეშინდა, სასწაფოდ უკან დაიხია, კარი გააღო და ფეხის ტკივილის მიუხედავად თავისი პალატისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
ჯიმინი კარის დახურვის ხმამ გააღვიძა." ეს სურნელი... ჩონგუკი.. ეს მისი სუნია.. ის აქ იყო? ის გავიდა ეხლა?"
ჯიმინი სწრაფად წამოხტა საწოლიდან, კარს ეცა, გარეთ გაიხედა. იქ ექიმების მეტი არავინ იდგა.- ბიჭი ხომ არ დაგინახავთ აქედან გამოსული? მაღალი, შავი თმით?
არაო უპასუხეს.ჯიმინს გულში რაღაც ჩაწყდა.
შემობრუნდა, საწოლზე დაეგდო, თავი ბალისში ჩარგო.
- სად დაიკარგე ჩონგუკ? თუ აქ იყავი რატომ არ გამაღვიძე?- - - - - - - - - - - - - - - -
ეს თავი თავისი უწუ სურათებით შენ გეძღვნება ShaknaM
YOU ARE READING
გენიალური იდეა
Fanfiction" სამივე ჩუმად ისხდა და უცებ თეჰიონმა წამოიყვირა: -უნდა დამეხმაროთ ჩონგუკის მოტაცებაში. " ( თქვენ დაეხმარებოდით? ) ყველაფერი ბანალურად სკოლიდან იწყება... მაგრამ სხვა დანარჩენი ? არავის ფანფიკს არ ჰგავს *_*