თავი 4 : მეგობრები

279 45 30
                                    

როდესაც თეჰიმ და ჯიმინმა დაირიგეს ყველაფერი, რაც მაგიდებზე ეწყო, პროფესორმა კიმმა ტაში შემოჰკრა და ბავშვების ყურადღება მიიპყრო.

-ესეც ასე, ყველას ყველაფერი გაქვთ-კმაყოფილმა თავი დააქნია და გააგრძელა:-ახლა ყველა ახვალთ მესამე სართულზე და გაუყვებით ხიდს. ბიჭები ხიდის ბოლოში მარცხნივ შეუხვევენ ბიჭების საცხოვრებელში, გოგოები კი მარჯვნივ, გოგონების საცხოვრებელში. პირველკურსელები პირველ სართულზე ჩავლენ. დანარჩენები კი ჩვეულებისამებრ აიწევენ ერთი სართულით მაღლა. ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია,არა?-იმის მაგივრად რომ წარბები აეწია, თავი დახარა და შეეცადა ქვემოდან შეეხედა მოსწავლეებისთვის. ბავშვებმა ერთხმად დაიყვიტეს "დიახ"-ო და წყვილებად დაიშალნენ რომ მესამე სართულზე ასულიყვნენ.

ჯიმინი ნელი ნაბიჯით მიდიდოდა რომ ირგვლივ ყველაფრის დათვალიერება მოესწრო. კედლები ნაზი ვერცხლისფერი იყო, "პუდრასფერს უფრო წააგავს"-შეაფასა ჯიმინმა და ახლა განცხადებების დაფას გახედა. ზედ გაკრული იყო მცირე ზომის პერგამენტი, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა:

განცხადებების დაფაზე განცხადების დასაკრავად, ნებართვა აიღეთ დირექტორის მოადგილისგან - პროფესორი კიმ უნასგან.

ჯიმინმა კიდევ ერთხელ გადაიკითხა წარწერა. შემდეგ კი მზერა კლასისკენ გადაიტანა. კლასის კარი ფართოდ იყო გაღებული, შიგ კი დიდი ზომის დაფა მოჩანდა, ცარცი კი მოუსვენრად ხაზავდა ზედ ამოუკითხავ ნახატებს. ფანჯრის მხარეს იდგა პატარა ზომის, თაროებიანი კარადა, ზედ კი სხვადახვა ინგრენდიენტები ეწყო, საზიზღარი კალიის თავი ერთადერთი იყო რასაც ჯიმინი დაჟინებით დააშტერდა. დანარჩენის დათვალიერებას უკვე ვეღარ ასწრებდა რადგან კარი თავისით მოიხურა. ზედ კი წვრილად ეწერა "ელექსირები და შხამ-წამლები. პედაგოგი : ჩო ჩანმინი"

ამის შემდეგ სხვადასხვა რუკებს გადაავლო თვალი, რომლებიც დერეფნის კედლებზე იყო გაკრული. ზოგი აჩვენებდა სხვა ქვეყების სკოლების მდებარეობას და მათ სახელებს, ზოგიც სხვადასხვა ჯადოსნური არსებების საცხოვრებლებს, ზოგიც ამინდს, პერგამენტს ზოგი ადგილი დასველებოდა წვიმისგან, ზოგიც იწვოდა სიცხისგან, ზოგიც თოვლის ფენით იყო გაყინული. (სხვათა შორის ჯიმინმა შეამჩნია როგორ ამოყვინდა ვეშაპმა წყლის ზედაპირზე, ამის შემდეგ ის უფრო დაჟინებით დააკვირდა რუკას და მიხვდა, რომ იგი ხალხსაც და ცხოველებსაც აჩვენებდა).

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now