ჯონქუქი pov:
როცა ჯიმინი წავიდა და გვირაბში მარტო, სრულ წყვდიადში და სიცივეში დავრჩი, ვიგრძენი მარტოობა, რომელიც მთელი 15 წელი გარს მეხვეოდა. და აი თითქოს ერთი საათის წინ ჯიმინი მყავდა, ადამიანი რომელსაც ესმის ჩემი, რომელიც მხარს დამიჭერს ყველგან და ყოველთვის. ახლა ისიც წავიდა, გამექცა, დამიკიდა, ისე რომ არც დაფიქრებულა რომ მატკენდა.
ტირილის შეკავება შეუძლებელი გახდა. წამში ვიფიქრე რომ სიცოცხლეზე ხელი უნდა ავიღო, მარა ამისთვის ძალიან მშიშარა ვარ. არ შემიძლია ვენები ამოვისეროდა და ვუყურო როგორ ვიცლები სისხლისგან, ანდაც თავი ჩამოვიხრჩო. ამის გაფიქრებაც მზარავს. მე სიკვდილი არ მინდა.
ყველაზე კარგი გამოსავალია უბრალოდ ყველაფერი დავივიწყო. ამოვიშალო გონებიდან. ყველაფერი რაც გადამხდა.. მამაჩემი, სკოლა, ჯადოქრობა და ბოლოს ჯიმინი, რომელმაც უსირცხვილოდ მაქცია ზურგი.
-აქ უნდა იყოს-გაისმა გვირაბის შესასვლელთან ქალის ძახილი და მეც მაშინვე მივხვდი რაში იყო საქმე. მიპოვეს, აი სადაა ჩემი ბოლო.
და როცა დამიჭირეს, როცა გამკოჭეს, როცა ზიზღით შემომხედეს, სკოლაში ამათრიეს და ცარიელ კაბინეტში ჩამკეტეს, როცა ისევ მარტო დამტოვეს, მივხვდი რომ სიკვდილი უფრო მარტივი ასატანია, ვიდრე წამის წინ მეგონა. არ შემიძლია ამას გავუძლო.არ შემიძლია დაცინვას კიდევ ერთხელ დავუდგე წინ. მე ჯიმინი მჭირდება. ჯანდაბა.
ჯანდაბა.
ადამიანი, რომელმაც ზურგი მაქცია, ისევ მიყვარს. ისევ მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს. აუტანელი. დამპალი. უგულო. როგორ მარტივად გადამიყვარა.
კარის სახელური დატრიალდა და ოთახში ლურჯ მანტიაში გამოწყობილი, მაგიის პოლიციის ქალი შემოვიდა.
-სასამართლო სანამ გადაწყვეტილებას იღებს, შენ შეძლებ თავისუფლად იარო სკოლაში.
უდარდელად შემომხედა, ამათვალიერა და შებრუნდა.
საოცარია. ისიც კი მტკინვეულია რომ უკან არც მოიხედა.
YOU ARE READING
ꌗꆰꀎꀤß⚡
Fanfictionარავის ეგონა, რომ ერთი შეხედვით არარსებული და მოგონილი ჰარი პოტერის ამბავი, ცხად სამყაროზე გვიყვება. სოულის ქუჩებზე მართლაც დაიარებიან ახალგაზრდა და მოხუცი ჯადოქრები, და მათ რიცხვში შედის 15 წლის ჯიმინიც და მისი მეგობარი თეჰიონიც. ____ ავტორს იმედი...