თავი 11 : ჯიმინის სახლი

224 39 3
                                    

ჯიმინი და ჯონქუქი უკვე მოუთმენლად ელოდნენ ზამთრის არდადაგების დაწყებას. ჯონქუქის მშობლები დასთანხმდნენ ჯიმინის წინადადებას და ნება დართეს შვილს ახალი წელი სხვის სახლში გაეტარებინა.

მეგობრები ადრინდელზე უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთმანეთი უყვარდა, არც ერთი არ დგამდა პირველ ნაბიჯს. ჯიმინი ჯერ კიდევ მერყეობდა. ჯონქუქის შეხებაზე კანი ეწვოდა და სულ იბნეოდა ხოლმე, გონებაში ისევ ბინძურ სცენებს წარმოიდგენდა და არაერთხელ დასიზმრებია კიდეც როგორ დადიოდნენ პაემანზე ის და ჯონქუქი, მაგრამ ყველაფერს აიგნორებდა.

აი მეორე კი ყველაფერს ხვდებოდა. ჯონქუქი უკვე მიხვდა რომ ჯიმინი მოსწონდა, მაგრამ თავს იკავებდა, რადგან არ ეგონა რომ ჯიმინიც იმავეს გრძნობდა.

ერთმანეთის სიყვარულს ძალიან ბოროტულად აიგნორებდნენ. ორივე ღიზიანდებოდა ამით, მაგრამ მეგობრობის დაკარგვა არცერთს არ უნდოდა.

და როცა დეკემბერი უკვე თითქმის მიიწურა და არდადაგებიც დაიწყო, ჯიმინი ძალიან აღელვდა. უნდოდა კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა თავისი მეგობრისთვის. რატომღაც ეგონა რომ ეს მთავარ როლს ითამაშებდა მათი მეგობრობის შენარჩუნებაში.

-აა ვღელავ-განაცხადა ჯონქუქმა როცა უკვე ჯიმინის სახლს სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდებოდნენ.

-მეც. ძალიან მინდა რომ მოგეწონოს-ხელები დაისრისა და მეგობარს თბილად გაუღიმა.

ჯიმინის მშობლიური სახლი ძალიან ჰგავდა არანების კერძო სახლს, მაგრამ კორეული სტილისას ვერ დაარქმევდით. ეს უფრო ლონდონის დამახასიათებელი პატარა კერძო სახლი იყო, სადაც პატარა კოხტა ეზოში ორი ჰამაკი სამ ხეზე იყო დაკიდებული.  ეზოს უბრალობის მიუხედავად, სახლი მაინც ჯადოქრული იყო. შიგნით შესულებს ცოცხალმა საკიდმა ხელი გაუწოდა და ქურთუკები გამოართვა, სასადილო ოთახში გასულებს კი ჯიმინის დედა შეხვდათ რომელიც თეფშებს უწყრებოდა, არასწორად რატომ დალაგდითო.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now