მისაღებ ოთახში გასულებს იქ მთელი ოჯახი დახვდათ. ჯიმინის დედა, მისი და და მათი ქმრები, იუნგი და მისი ერთი ძმაკაცი რომელიც წინა წელსაც ესტუმრა მათ - სოკჯინი. ეს იყო მაღალი და განიერმხრება ბიჭი, რომელსაც ღიმილი სულ სახეზე ეკერა. ჯიმინმა დედამისის ეჭვიანი მზერა დაიჭირა და იკითხა:
-იუნგი უკვე მოგიყვათ?
-რა კარგად მიცნობ დეიდაშვილო-გაეცინა ბიჭს.
-და მაინც, რა უთხარი?-დაუღრინა ჯიმინმა.
-რა და ის რომ ძალიან ძლიერი კაცური მეგობრობა გაქვთ შენ და ჯონქუქს-დეიდაშვილმა კვლავ გაიცინა და სოკჯინიც აყვა. ჯონქუქი საცოდავად იშმუშნებოდა.
-იუნგი გეყოფა-დატუქსა დედამისმა-რა არის იმაში ცუდი რომ ეხუტებოდნენ ერთმანეთს?
-გეყოთ ამაზე საუბარი, მე მაქვს უფლება ვეხუტო იმას ვისაც მინდა და ეს თქვენი გასარჩევი არაა-გაბრაზდა ჯიმინი, მეგობარს მკლავში დაავლო ხელი და სამზარეულოში გაათრია. ძალიან სცხვენოდა რომ ჯონქუქის წინაშე უკვე მეორეჯერ შერცხვა და ალეწილმა საუზმე თეფშზე დაიდო, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა რომ პირს არ დააკარებდა.
-ჯიმინ-მხარზე დაადო ხელისგული მეგობარს. ჯონქუქი არანაკლებ ალეწილი იყო, ეს ხომ მან სთხოვა ჯიმინს ღამით ჩამეხუტეო-მაპატიე.
-რა?-გაიკვირვა მეგობარმა-რას მებოდიშები?
-ეს მე ვიყავი ის ვინც ჩახუტება მოვითხოვე.-თავი ჩაღუნა და თავისი საუზმის ქექვა დაიწყო. ჯიმინს გაეღიმა.
-რა სულელი ხარ. მისმინე! მე..-ოდნავ შეყოვნდა-მე მადლობელი ვარ რომ არ გამშორდი. მე მეგონა უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. მეგონა მეგობარი დავკარგე. შენ კი.. მოკლედ მადლობა.-დარცხვენილმა თავი დააქნია და ჯონქუქიც გააღიმა.
დილის ამბის შემდეგ ჯიმინი მამამისმა დასაჯა დეიდამისადმი უხეშობოს გამო, ჯონქუქიც იქ იყო და ძალიან გაუკვირდა რომ დასჯა იუნგიმ აიცილა, მან ხო ჯიმინს დასცინა და არც მოერიდა. ჯიმინის განაჩენი ის იყო რომ იმ დღის მერე იუნგი დაწვებოდა ჯონქუქთან, თვითონ ჯიმინი კი სავარძელზე, მისაღებ ოთახში.
YOU ARE READING
ꌗꆰꀎꀤß⚡
Fanficარავის ეგონა, რომ ერთი შეხედვით არარსებული და მოგონილი ჰარი პოტერის ამბავი, ცხად სამყაროზე გვიყვება. სოულის ქუჩებზე მართლაც დაიარებიან ახალგაზრდა და მოხუცი ჯადოქრები, და მათ რიცხვში შედის 15 წლის ჯიმინიც და მისი მეგობარი თეჰიონიც. ____ ავტორს იმედი...