თავი 12 : ..ურიგო საჩუქარი არ იქნება

225 39 12
                                    

იმ საღამოს გვერდი-გვერდ დაწოლა განსაკუთრებით ჯიმინს გაუძნელდა. იფიქრა მისაღებში დავიძინებო, სადაც კარგა მოზრდილი სავარძელი დგას, მაგრამ იქ ჯიმინის დეიდაშვილ იუნგის ეძინა. ისიც იფიქრა ადგილს გავუცვლიო და თვითონ ჯონქუქთან დაწვესო, მარა ეს აზრი მაშინვე მოიშორა თავიდან. მიუხედავად ყველაფრისა ჯონქუქს რაც შეიძლება დიდხანს გააკავებდა თავისთან და ვიღაც იუნგის არ მიუწვენდა გვერძე.

ჯონქუქი მალე დაწვა რომ ფიქრისთვის უფრო მეტი დრო ჰქონოდა. ბევრი იფიქრა და საბოლოოდ გაიაზრა რომ ჯიმინს კოცნაზე საუბარი აღარ მოუნდებოდა, ამ თემას გაექცეოდა და აღარც დაუბრუნდებოდა. ამიტომ ჯონქუქს სხვაგვარად უნდა მიეხვედრებინა რომ მოსწონდა. ოღონდ ამას პირდაპირ ვერ ეტყოდა! ვერავითარ შემთხვევაში! ამისთვის ზედმეტად მორცხვია.

როგორც კი საათმა თორმეტს ჩამოჰკრა, ოთახში ჯიმინი შემოვიდა. ჯონქუქს უკვე ნახევრად ეძინა, მაგრამ როგორც კი მეგობრის არომატი იგრძნო გამოფხიზლდა. კარისკენ ზურგით, საწოლის კიდეზე იწვა და დაძაბული უსმენდა როგორ იცვამდა ჯიმინი პიჟამას.

ჯიმინიც დაწვა. ახლა ორივე ზურქშექცევით საწოლის კიდეზე იწვა,  მათ შორის კიდევ ერთი კაციც კი ჩაეტეოდა.

-ძილინებისა-უთხრა ჯონქუქმა.

-ძილინებისა-უპასუხა ჯიმინმა. ხმა კვლავ ნაწყენი ჰქონდა.

-ჯიმინ..-დაიწყო ბიჭმა და მეგობარიც მაშინვე დაიძაბა. -შემოვტრიალდები და შენც შემოტრიალდი.-ჯიმინი გაოცდა. მაშინვე ის იფიქრა პირდაპირ პირში უნდა გამომლანძღოსო და კიდევ უფრო დაეტყო წყენა.

ჯონქუქი შემოტრიალდა, შემოტრიალდა ჯიმინიც. პირველს ლაღი და თბილი მზერა ჰქონდა, არც ღელვა ეტყობოდა და არც დაძაბულობა. მეორეზე კი სრულიად საწინააღმდეგოს იტყოდით. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. ორივეს უყვარდა ერთმანეთი. ორივეს სცხელოდა ამ ცივ ზამთარს ამ ცივ საწოლზე, სცხელოდათ მხოლოდ იმიტომ რომ ერთად იყვნენ და მათ გარდა არავინ არსებობდა.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now