თავი 22 : წერილი (ბოლო)

424 50 34
                                    

სანამ ამ თავს წაიკითხავთ მინდა გთხოვოთ კარგად გაიხსენოთ წინა თავებში მომხდარი ამბები.(ყურადღება გაამახვილეთ 9 და 19 თავებზე). ეს თავი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა თავებთან და მინდა გაავლოთ პარალელები და თვითონ უპასუხოთ კითხვებს რომლებიც კითხვის პროცესში შეიძლება გაგჩენოდათ. ზოგ კითხვას პირდაპირი პასუხი აქვს, ზოგს კი ფიქრი სჭირდება ❤

________

ჯიმინი კომფორტულად მოკალალათებულიყო თავის საწოლზე, კარებში კი მისი ოთახის მეზობელი ჯონქუქი შემოვიდა:

-ჰეი, ამ წამს შენს და ჩემ სახელზე წერილი მოვიდა-ახარა ჯონქუქმა ბიჭს.

-ჩვენს სახელზე?-გაუკვირდა ჯიმინს-კი მაგრამ ვინ მოგვწერა?

-არ აწერია-გადაათვალიერა კონვერტი ჯონქუქმა და თავი უიმედოდ გააქნია-გავხსნა?

-ხო აბა!-გამხიარულდა ჯიმინი და საწოლზე წამოჯდა, მაჯაზე ხელი სტაცა ქუქს და თავის მუხლებზე დაისვა.

ჯონქუქი კარგად მოკალათდა თავისი შეყვარებულის მუხლებზე.

-საინტერესოა..-ჩაფიქრდა უცბად ჯიმინი-..ჩვენ ხომ სხვადასხვა ოჯახიდან ვართ. ბავშვთა სახლის გარეთ არცერთი საერთო ნაცნობი არ გვყავს. ერთი წერილი ორივეს სახელზე რატომ მოვიდა?

წამით ჯონქუქიც ჩაფიქრდა ამაზე. მართლაც და დაუჯერებელი იყო რომ ეს წერილი ვინმე საერთო ნაცნობს გადმოეცა, ანდაც შორეულ ნათესავს.. მაშინ ვისგან იყო?

მოუთმენლად გახია კონვერტი და ამოიღო ორი დაკეცილი ფურცელი, რომლებიც ორივე მხრიდან გავსებული იყო ლამაზი მრგვალი ასოებით.

-ოჰო-გაუკვირდა ჯიმინს-ნეტა ვინ დახარჯავდა ამდენ დროს ამ წერილის წერაში? დროზე! დაიწყე!-უთხრა ჯიმინმა ჯონქუქს და ბაყვზე ხელი მოუთათუნა. ჯონქუქმა ჩაახველა და კითხვა დაიწყო:

"აკრძალული მაქვს, და ყოვლად დაუშვებელია რომ ამ წერილს გწერთ, მაგრამ სინდისი უკვე თვეებია მაწუხებს, და არ შემიძლია არ მოგიყვეთ სიმართლე თქვენი ამბის შესახებ! მერე კი, რაც მომივა, მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now