თავი 10 : ცრემლი

223 38 2
                                    

უცნაური ამბავი უცნაურს ემატებოდა. ჯიმინი თეჰიონთან ცოტა განშორდა და მხოლოდ იმ უიშვიათეს შემთხვევაში ელაპარაკებოდა, როცა ახლომახლო ჯონქუქი და ჰოსოკი არ იყვნენ. მათი მეგობრობა გამძაფრდა, სხვანაირად ვერც შეაფასებ ამ სიტუაციას. თეჰიონი მოხერხებულად არიდებდა თავს ჯიმინის კითხვებს იმის თაობაზე, თუ რატომ იჩხუბეს ჰოსოკმა და ჯონქუქმა, ან რა არ უნდა შეემჩნია ჰოსოკს ჯონქუქის მიმართებაში.

სხვა რომ არაფერი ჯონქუქიც უფრო მიჩუმდა, ორთვიანი გათამამებაც უკვე საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, რომ ჰოსოკთან ჩხუბის მერე ისევ მიჩუმებულიყო. ჯიმინს რა თქმა უნდა თავს არ არიდებდა, კვლავ მეგობრობდა და ხალისიანადაც ექცეოდა, მაგრამ ჯიმინი მაინც ამჩნევდა რომ მის მეზობელს ჩვეული მოწყენილება დაებრუნებინა.

ჯიმინი ამას ძნელად ეგუებოდა, ყველაფერში ჰოსოკს ადანაშაულებდა და ალბათ გამართლებულადაც კი. ჰოსოკი პირველივე ნახვისას არ მოეწონა, როდესაც ჯონქუქის მიმართ ასე დამპლურად ილაპარაკა, ახლა კი მგონი საბოოლოდ მოეღო ბოლო მათ მეგობრობას.

ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, მალე დეკემბრის ბოლო ახლოვდებოდა, ჯიმინს კი მისი ახლო მეგობრების სახლში მიწვევა სურდა ახალი წლის არდადაგებზე, ეს დაძაბულობა კი უკვე ნერვებს უშლიდა და ორი აზრი არ არის რომ ხელს უშლიდა საახალწლო გართობაში.

-მისმინე თეჰიონ-უთხრა ერთხელ თავის მეგობარს როცა ბიბლიოთეკიდან საჭირო წიგნს იღებდნენ დავალების შესასრულებლად-როგორმე უნდა შეეგუო რომ არდადაგებზე ჯონქუქსაც ვპატიჟებ. სხვანაირად არ გამოვა.

-არც არაფერს არ გეუბნები ჯიმინ. მაგრამ თუ წამოვალ ჰოსოკიც უნდა წამოვიდეს-ამაყად ჩაილაპარაკა და ბიბლიოთეკარის მინიშნულ ადგინზე ხელი მოაწერა.

-ჰოსოკს რაღა უნდა ჩემ სახლში, როდესაც მისი ატანა არ მაქვს?-დაიღრინა ჯიმინმა და თავის ორკვირიან კუთვნილ წიგნს ჩანთაში ჩაუძახა.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now