მიწის დიდი ფილა ისე ლივლივებდა ჰაერში, როგორც ხე წყალზე. ზედ უზარმაზარი სკოლა იდგა, რომელიც სამ ნაწილად იყოფოდა. ერთი მთავარი შენობა ჰქონდა, ორიც კვადრატის ფორმის მის უკანა მხარეს იდგა. მთავარი შენობიდან გადიოდა დახურული ხიდი რომელიც ბოლოში ორად იყოფოდა, ერთი ბოლო ერთ პატარა შენობას უერთდებოდა, მეორე კი მეორეს.
სანამ ჯადოქრები ანანის სკოლაში მოვიდოდნენ, მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ არანუნი სკოლა, უფრო სწორედ იქ არანები არ სწავლობდნენ. სკოლაში ყველა ჯადოქარი იყო, და იქ არ იღებდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს. სკოლაში ასწავლიდნენ წერას და კითხვას, მათემატიკას, გეოგრაფიას, მუსიკას და ხელოვნებას, ბიოლოგიას. ყველაფერი რაც საჭიროა ისევე როგორც არანებისთვის, ასევე ჯადოქრებისთვის.
როცა ცხრა აუცილებელ სასწავლო წელს გადიოდნენ, ისინი ავტომატურად ირიცხებოდნენ ანანის სკოლაში.
მიუხედავად იმისა რომ დამწყებითი სკოლა ჩვეულებრივ, მიწაზეც იდგა და არც არაფერი ეტყობოდა ჯადოქრობისა, ბავშვები მაინც ვერ ეჩვეოდნენ არანულ სამყაროს. სკოლამდე ჯადოსნური საშუალებებით მიდიოდნენ და სკოლაშიც ხშირად ხმარობდნენ სხვადასხვა გასართობ შელოცვებს.
15 წლის ასაკში მათ უკვე მარდად უნდა მოეკიდათ ხელი ჯადოქრობაზე. ასე რომ ახლაც როცა ჯიმინი, თავის მეგობართან ერთად იდგა სკოლის შესასვლელთან, აღფრთოვანებული ათვალიერებდა მოსწავლეებს და ცდილობდა მოესმინა უფროსკლასელების საუბარი. თვითონაც არ იცოდა ჯიმინმა რის მოსმენას ცდილობდა, მარა მაინც ყველაფერს დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს.
უცბად მას გვერძე ჩაუარა პროფესორმა ლიმ, შემდეგ მეორე მხრიდანაც ჩაუარა, შემდეგ დაინახა რომ სკოლის კარების წინაც პროფესორი ლი იდგა. ჯიმინმა თვალები დაჭყიტა, ხალხს გადახედა და კიდევ ასამდე პროფესორი ლი ბომჯე დაინახა. ისინი ყველა კარების წინ მდგომ ორეულთან მიდიოდნენ.
YOU ARE READING
ꌗꆰꀎꀤß⚡
Fanficარავის ეგონა, რომ ერთი შეხედვით არარსებული და მოგონილი ჰარი პოტერის ამბავი, ცხად სამყაროზე გვიყვება. სოულის ქუჩებზე მართლაც დაიარებიან ახალგაზრდა და მოხუცი ჯადოქრები, და მათ რიცხვში შედის 15 წლის ჯიმინიც და მისი მეგობარი თეჰიონიც. ____ ავტორს იმედი...