თავი 5 : პირველი დღე

259 41 18
                                    

დილაუთენია ჯიმინს ექვსსე გაეღვიძა, ჯონქუქი კი ჯერ კიდევ ღრმა ძილში იყო. ბიმჭმა ერთხანს უყურა თავის მეზობელს, მერე წამოდგა და ჩაცმას შეუდგა.

სკოლის მანტიები ჩვეული შავი ფერისა იყო, გულის მხარეს კი თეთრ ბეიჯებზე ეწერა იმ მოსწავლის სახელი რომელიც მას ატარებდა.

ჩაიცვა თუ არა, ჯიმინმა კედელზე გაკრულ ცხრილს გადახედა, (წუხელ ის აქ არ ეკიდა). 9 საათზე პირველკურსელებს უნდა ჰქონოდათ ტრანსფიგურაცია, შემდეგ მაგიის ისტორია, შემდეგ სადილი, შემდეგ შხამ-წამლები და ბოლოს ბოროტი ძალებისგან თავდაცვა.

როცა უკმაყოფილოდ დააფრუტუნა და საჭირო წიგნების ჩალაგება დაიწყო ჩანთაში, კარებზე კაკუნი გაისმა და ოთახში თეჰიონი შემოვიდა. მას უკან კიდევ ერთი შავტუხა, მაღალი ბიჭი მოჰყვებოდა, ცნობისმოყვარეობისგან თვალებს აქეთ-იქით აბრიალებდა.

-ჯერ კიდევ არ გაიღვიძა?-ჯონქუქსზე მიანიშნა თეჰიონმა.

-ხო რავი, არადა გუშინ ადრე წამათრია დასაძინებლად-კიდევ ერთხელ უკმაყოფილოდ დააფრუტუნა და ახლა უცნობს გახედა-ეს ვინაა?

-აა! ხო სულ დამავიეყდა-შეათვალიერა თეჰიმ ბიჭი-ჩემი მეზობელია, ჰოსოკი ქვია.

-სასიამოვნოა-მხიარულად შესძახა ჰოსოკმა.

-ხო ხო, ჩემთვისაც-დამცინავად თქვა ჯიმინმა და თეჰის გადახედა.

-ტყუილად მიყურებ, ოთახის გაცვლაში არ დაგთანხმდება, ჯონქუქი აქ არავის მოსწონს-ჩუმად დაიწრიპინა თეჰიმ, ჯიმინს კი მაშინვე ცნობისმოყვერეობა აენთო.

-რატომ?-იკითხა მაშინვე, თეჰიონმა კი ჰოსოკს გახედა, თითქოდ მისგან ითხოვს ახსნა-განმარტებას.

-რავი, ცუდი რეპუტაცია აქვს-მაშინვე განმარტა ბიჭმა-სულ მარტო დადის, თვითონ ბუსანიდანაა, ვინც იცნობს ყველა ამბობს რომ უცნაურია.

-ხო.. გუშინ თვითონ მითხრა რომ მეგობრები არ ყავს-ჯიმინი წამით შეყოყმანდა, ეთქვა თუ არა დირექტორის ამბავი, მერე კი არჩივნა გაჩუმებულიყო.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now