თავი 15 : ოთხწლიანი დუელი

229 37 3
                                    

ყველაფერი ცუდად იყო და ამაზე დავა არცაა საჭირო. ჯიმინს ზიზიღი კლავდა, ისეთი გამწარებული მიშტერებოდა ერთ წერტილს, თითქოს ამაზე საინტერესო ცხოვრებაში არაფერი უნახავსო. მეგრობრები ავტობუსით მგზავრობდნენ.. ჯონქუქი იმაზე ფიქრობდა რომ ჯიმინი მშობლებს გამოუტყდა თავის ორიენტაციაში. ძალიან თამამი უნდა იყო ეს რომ გააკეთო. ჯიმინმა კი პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეგთა ეს. უეჭველია რომ ჯონქუქამდე ჯიმინს არც უფიქრია იმაზე რომ ბიჭები მოეწონებოდა, და ახლა როცა თავისი ეგრედწოდებული სიყვარული მშობლებთან მიიყვანა, მაშინვე გამოაცხადა რომ მოსწონდა. ჯონქუქი ამან ძალიან გააოცა, მშობლების რეაქციამ კი დათრგუნა. აღმოჩნდა ჯიმინს კიდევ ჰყავდა უმცროსი ძმა, რომელიც იმ დღეებში იქ არ იყო, და რომელსაც ალბათ ჯიმინი ვეღარასდროს ნახავდა.

და მაინც რა შეუგნებელი ხალხი ცხოვრობს დედამიწაზე. იმდენად არიან დაბრმავებულები, რომ ვერ ხედავენ რამდენად ტკენენ ბავშვებს, არ იციან სად უნდა გაჩერდნენ, სად უნდა დაუჭირონ მხარი ბაბშვს, რა სიტყვები უნდა უთხრან და რა არა.

ჯონქუქი ჯიმინის მშობლებს ვერ გალანძღავდა, არა, თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა, მაგრამ იმის უარყოფა რომ ისინი არასწორად მოიქცნენ, მარტო იდიოტს თუ შეეძლო.

-არ დავბრუნდები მე არასდროს ამ სახლში-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ჯიმინმა და ფიქრებიდან გამოიყვანა მეგობარიც.

-ჯიმინ ასე ნუ ამბობ! ის მაინც შენი ოჯახია-შეეცადა გაემხნევებინა ჯონქუქს მაგრამ არც იმის სჯეროდა რომ შეძლებდა.

-ოჯახი რომელმაც მითხრა რომ აღარ დავენახო-თვალები დააბრიალა ბიჭმა და ჯონქუს წყენით გახედა-კაი რა ჯონქუქ, შენთვითონ არ ნახე რა მკაცრი იყო თავის გადაწყვეტილებაში მამაჩემი?

-მოდი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ-თავი ჩაღუნა ახალგაზრდამ და თავი გააქნია. ძალიან ცუდად იყო, მეგობრის მთელი განცდა თითოს მასაც მთელი სიმძიმით აწვებოდა მხარზე.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now