თავი 14 : მშობლები

208 37 12
                                    

მეგობრები დიდიხანს იჯდნენ გაყინულ სკამზე. ჯონქუქი ვერაფერს ვერ ეუბნებოდა ჯიმინს, არ უნდოდა გაღეზიანება გამოეწვია, ასე რომ მთელი ძალით ეკვროდა ბიჭს და ცდილობდა გამთბარიყო. ეს რა თქმა უნდა ცუდად გამოსდიოდა, მიჩვეული ტემპერატურა ახლა უკვე ცივი ეჩვენებოდა და დასათბობად უფრო ცხელი საგანი უნდოდა. ჯიმინიც იყინებოდა, მაგრამ მთელი ძალით ცდილობდა დაეგნორინებინა ეს, გრძნობდა როგორ კანკალებდა ჯონქუქი, მაგრამ სახლში წასვლა ჯერ არ უნდოდა.

-ვიცი რომ გცივა-დაიწყო მან წყნარად და მეგობარი მოიშორა რომ თვალებში ჩაეხედა. ჯონქუქს ყბები ერთმანეთზე ეხეთქებოდა და სიცივისგან ცხვირს ალისფერი დასდებოდა. ჯიმინს ცხვირი თბილად ჰქონდა, რადგან მთელი ეს დრო ჯონქუქის თავში ჰქონდა ჩარგული-ჯობს სახლში წავიდეთ.-ჯონქუქმა ნელა დაუქნია თავი და ადგომა სცადა, მაგრამ უკან სკამზე დაეხეთქა-დროზე ზურგზე შემაჯექი, სწრაფად მიგიყვან სახლში და ცხელ წყალში გაბანავებ.

ჯიმინი სკამთან დაიხარა, ჯონქუქის ხელები კისერზე შემოიხვია და მეგობარი ზურზე შემოისვა. სწრაფად მიდიოდა, იცოდა რომ ჯონქუქს ძალიან შესცივდა და თუ მალე არ მიუსწრებდა სახლში, აუცილებლად რამე დაავადებას აიკიდებდა. როცა სახლს მიუახლოვდა კარი შეაღო და სწრაფად ავიდა თავის ოთახში. ისე ხმამაღლა ბრაგუნობდა რომ მთელი სახლი აზანზარდა. გზაში ყველამ შემოაღო თავისი საძინებლის კარი, ჯიმინს არც-ერთვის არ მიუქცევია ყურადღება.

თავის ოთახში შევარდნილმა შუქი აანთო და ზურგზე წამოწოლილი იუნგის დანახვაზე დაიძახა:-დროზე! დამეხმარე.

უინგი წამოფრინდა, დაბნეულმა ოთახი შეათვალიერა და დაინახა როგორ დააწვინა საწოლზე დეიდაშვილმა გაყინული სხეული.

-სწრაფად! სააბაზანოში ცხელი წყალი მოუშვი-უუბძანა ჯიმინმა იუნგის, თვითონ კი ქურთუკი, ქუდი და ფეხსაცმელი გახადა ჯონქუქს.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now