თავი 16 : საიდუმლო ბუნაგი

215 37 3
                                    

უკვე ღამდებოდა როცა ჯიმინმა როგორც იქნა წიგნიდან თავი ამოყო და აღელვებულმა კედლის საათს გახედა. 8 საათი სრულდებოდა, ჯონქუქი კი უკვე საათია არ გამოჩენილა. ოთახიდან იმ მიზეზით გავიდა, რომ მშობლისთვის ბუნდივიკით შეტყობინება გაეგზავნებიდა, რომ მისთვის ნებართვა მოეცათ დუელზე დასასწრებად.

-აიშ, ბლიად-დაიხიხინა ჯიმინმა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ოთახის ხან ერთ კუთხეს მიაწყდებოდა, ხან მეორეს, ხანაც დივანს მიარტყამდა ფეხს.

-ჯონქუქ, შენი..-ქურთუკს სტაცა ხელი და ოთახიდან გავარდა.

როცა ხიდი გადაკვეთა და კიბეზე ჩარბოდა, გზაში პროფესორი კიმი შეეჯახა.

-ღმერთო, ლამის გადამიარე-დაიწუწჯნა და ბიჭს მტკიცედ შეხედა.-სად მიდიხარ? უკვე ღამეა!

-ამნ.. ისა..-კეფა მოიფხანა ბიჭმა-ჩემი ბუნდივიკი დამრჩა შხამ-წამლების კაბინეტში-მიაფუჩეჩა და დაილოცა ნეტავ გამიშვასო.

-ოჰ ჯიმინ, ჯადოქარი რისთვის ხარ? უბრალოდ შეულოცე და თვითონ მოვა-თავი გააქნია მასწავლებელმა და ბიჭს გვერდი აუარა. მანაც მაშინვე მოკურცლა.

სკოლაში ყველა კაბინეტი გაჩხრიკა, და რატომღაც არც გაუკვირდა რომ თავსი მეგობარი ვერ იპოვა. მერე გარეთ გავარდა, ტბას გახედა და გაიფიქრა ტყეში ხომ არ შევიდაო.

ტყე ხშირი და ფიჭვიანი იყო, ცხოველებს აქ ვერ ნახავდით, მაგრამ ჯადოსნურ არსებებს კი ნამდვილად მოჰკრავდით თვალს.

როცა ჯიმინმა უკვე იმდენჯერ დაუძახა თავის მეგობარს, რომ ხმა ჩაუწყდა, მართლაც მოიცვა შიშმა მისი მთელი სხეული, რაღაც არასასიამოვნო გრძნობამ გაუელვა და შეგნით ისე მაგრად დასცხა, რომ ტვინმა ნორმალურად აზროვნება შეწყვიტა. ათასმა აზრმა გაუელვა თავში და არცერთი მათგანი არ იყო გულდამამშვიდებელი. ოფლი მოიწმინდა და მძიმედ გადაყლაპა ჰაერი, პირზე ნერწყვი არ ადგებოდა და სულ მთლად ამოშროდა. დატრილდა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარემოს როცა დაინახა როგორ ჩასრილდა ვიღაც ერთდადერთი მუხის ფესვებში.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now