სოულში ცხელი სექტემბრის დღე იდგა, როცა ჯიმინი და მისი საუკეთესო მეგობარი, თეჰიონი არანების* ავტობუსით მგზავრობდნენ. ჯიმინს არა თუ არ უყვარდა არანების ტრანსპორტი, არამედ უბრალოდ არ უყვარდა იმ სიცხეში თავის გაოფლიანება. თეჰიონი მშვიდად ეგუებოდა ამ გარემოს, იჯდა ავტობუსის ბოლოში და გასცქეროდა სოულის ხალხმრავალ ქუჩებს.
-როცა იმ წყეულ სკოლაში მივალთ, იმედია ნებას დამრთავენ რომ ცოტა სული მოვითქვა. დავიწვი ამ სიცხეში-ეწუწუნებოდა ჯიმინი მეგობარს და ხელის ქნევით ცდილობდა ცოტა გაეგრილებინა ჰაერი-არა წარმოგიდგენია?! არანები ამ სიცხეში ყოველ დილით სკოლაში და სამსახურში დადიან! პირდაპირ გასაოცარია!
-ჯიმინ, მათ კონდინციონერები აქვთ-მშვიდად მიუგო თეჰიმ და დააკვირდა ოფლში გაწურულ მეგობარს-შეეშვი ხელის ქნევას, ეგრე უფრო დაგცხება-შენიშნა მან ბოლოს.
-მართალი ხარ-ჩამოწია ხელი ჯიმინმა და ახლა ავტობუსის მგზავრების თვალიერებას შეუდგა.
ავტობუსი გრძელი, მაგრამ ვიწრო იყო. სულ წინ წელში გასწორებული მოხუცი ქალბატონი იჯდა და ავტობუსის მძღოლს რაღაცაზე ებაასებოდა. მძღოლს აშკარად არ მოსწონდა ეს და თვალების ბრიალით თავს უქნევდა მოხუცს. მოხუცს გრძელი ჭრელი კაბა ეცვა და ნაქსოვი ჟილეტის ღილებს ხელში ათამაშებდა, მეორეს კი გამწარებით აქნევდა, თითქოს ვიღაცას წყევლისო. ჯიმინმა ეს ცოტა სასაცილო გამონახა და გაიცინა, შემდეგ მზერა გააცურა და ახლა 40 წლის კაცს წააწყდა. კაცი შავ კოსტუმში იყო ჩაცმული და წარამარა საათს აკვირდებოდა (როგორც ჯიმინმა შენიშნა, ეს საათი საკმაოდ ძვირი უნდა ყოფილიყო). ეტყობა სამსახურში მიეჩქარება- დაასკვნა ბოლოს ბიჭმა, როცა მამაკაცის გვერდით ჩემოდანი შენიშნა.
ავტობუსი თითქმის ცარიელი იყო და მოხუცის, მამაკაცის, ჯიმინის და თეჰიონის გარდა აქ მარტო ორ მოსწავლე გოგონას თუ დაინახავდით, რომლებიც ყურში რაღაცას ჩურჩულებდნენ და შემდეგ ძალიან ჩუმად კისკისებდნენ. ჯიმინმა მათ ყურებას თავი აარიდა, რადგან მეტიჩარა გოგონები მას არც თუ ისე უყვარდა.
YOU ARE READING
ꌗꆰꀎꀤß⚡
Fanficარავის ეგონა, რომ ერთი შეხედვით არარსებული და მოგონილი ჰარი პოტერის ამბავი, ცხად სამყაროზე გვიყვება. სოულის ქუჩებზე მართლაც დაიარებიან ახალგაზრდა და მოხუცი ჯადოქრები, და მათ რიცხვში შედის 15 წლის ჯიმინიც და მისი მეგობარი თეჰიონიც. ____ ავტორს იმედი...