მე და ჯიმინი უკვე ერთად არ ვცხოვრობდით. ჩემთვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი. როგორც განდეგილისთვის. მარტოობა უკვე საშინლად მოქმედებდა ჩემ ფსიქიკაზე. თავიც იმდენად შემზიზღდა რომ დედაჩემს ვადანაშაულებდი რომ დამბადა. მამაჩემს კი იმაში რომ ამღზარდა.
ვერ ვიტანდი ყველაფერს რასაც ჩემთან ჰქონდა კავშირი. ვერ ვიტანდი ყველაფერს რასაც ვეხებოდი და რასაც ვხედავდი. ერთადერთი ჯიმინისადმი ვერ ვცივდებოდი. არ შემეძლო მისთვის შემეხედა ისე როგორც თვითონ მიყურებდა მე.
თუმცა იმ ამბის მერე ჯიმინი საერთოდ ვერ მამჩნევდა. დადიოდა და თითქოს რაღაც გეგმას აწყობდა. სულ ფიქრობდა. არ ვიცი რას ანადაც რაზე. მაგრამ აშკარა იყო რომ რაღაცის ჩადენას აპირებდა.
რამდენჯერაც არ უნდა ჩამევლო მის გვერძე,მაინც შეუმჩნეველი ვრჩებოდი. თუმცა მისი დანახვა მაინც მიძენდა იმის იმედს რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა. სიბნელეში ჩემი პატარა მზე იყო. და არაუშავს თუ ზედმეტად დიდხანს ვუყურებ და უკვე გულს მიწვავს, ისე რომ ტკივილი აუტანელი ხდება. მე მაინც მიყვარს.
მამაჩემსაც უკვე აღარ ვხედავდი. აშკარაა რომ სკოლაში ის აღარ იყო. მას სასამართლოში წაიყვანდნენ თუნდაც რომ ამას არ აჟღერებდნენ. მე ეს ვიცი.
-ჯონქუქს სკოლიდან ხომ მაინც გააგდებენ.. რა აზრი აქვს-მესმოდა ჰოსოკის საუბარი.
-მეცოდება-უპასუხა მოსაუბრემ
-ვიცოდი რომ ვიღაც არასწორი იყო ეგ ჯონქუქი.-ამბობდა ჰოსოკი. საპასუხოდ კი მას სიჩუმე მოჰყვა.
ვიცოდი რომ სკოლაში "საცოდავის" ტიტულით ვიყავი დაჯილდოებული. მარა ასეთი დიალოგის მოსმენა მაინც უარყოფითად მოქმედებდა ჩემ ისედაც უკვე დამსხვრეულ ფსიქიკაზე და გულზე.
დერეფანში მივდიოდი როდესაც ჯიმინი დავინახე.
სახეზე ღიმილი ეკერა.
ის იცინოდა.
ბედნიერი იყო.
როდესაც მე ცუდად ვარ ის იცინის!
YOU ARE READING
ꌗꆰꀎꀤß⚡
Fiksi Penggemarარავის ეგონა, რომ ერთი შეხედვით არარსებული და მოგონილი ჰარი პოტერის ამბავი, ცხად სამყაროზე გვიყვება. სოულის ქუჩებზე მართლაც დაიარებიან ახალგაზრდა და მოხუცი ჯადოქრები, და მათ რიცხვში შედის 15 წლის ჯიმინიც და მისი მეგობარი თეჰიონიც. ____ ავტორს იმედი...