თავი 7 : ყურადღება

228 37 6
                                    

ალბათ უცნაურიც იქნებოდა რომ მომხდარი ამბის შემდეგ ჯონქუქი არ გამხდარიყო ცივი და მიუკარებელი ჯიმინისა და თეჰიონის მიმართ. გაკვეთილებზეც მარტო დადიოდა და ჭამითაც ცალკე ჭამდა. თავს მარტოსულად გრძნობდა, მაგრამ არც თავის დახვევა უნდა სხვაზე.

ჯონქუქს ხასიათიც შეეცვალა. ვინმე სულ მცირე ინტერესსაც თუ კი გამოიჩენდა მის მიმართ, ცივად გახედავდა და ზურგს შეაქცევდა. ალბათ ერთმა გამოცდილებამ უნკვე აჩვენა, რომ მეგობრებს ვერასდროს შეიძენდა.

ჯიმინი კი სონგუს დაუახლივდა და პაიმანზეც არაერთხელ ყოფილა. ჯონქუქის გარეშობას ვერც კი ამჩნევდა.

მიუხედავად იმისა რომ მეზობლები იყვნენ, ერთი-ორ სიტყვას ძლივს გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს იმის თაობაზე, თუ რომელი შევიდოდა აბაზანაში პირველი.

სიტუაცია 2 კვირის მანძლზე არ იცვლებოდა. ჯიმინს დაავიწყდა კიდეც დირექტორის ამბავი, და თავისი დაპირება რომ ყველაფერს გაარკვევდა იმ ინციდენტის შესახებ.

-ეი ჯიმინ-შეახსენა თავისი თავის არსებობის შესახებ თეჰიონმა ფიქრებში წასულ ჯიმინს.

-გისმენ.-ინტერესით გახედა მეგობარმა. ისინი სავახშმოდ იყვნენ ჩასულები დიდ დარბაზში.

-ჯონქუქზე რა ხდება? არ დაელაპარაკე?

-რას ნიშნავს "არ დაელაპარაკე"? -წარბი აწია ბიჭმა-თვითონ არ მითხრა მეგობრობა უნდა შევწყვიტოთო?-კიმჩი აიღო და სწრაფად დააგემოვნა

-აშკარაა რომ ჩემ გამო გითხრა ეგ-თანაგრძნობით დააქნია თავი თეჰიონმა.

-სისულელე.. ან ის არის სულელი თუ მართლა მაგ მიზეზით მითხრა უარი მეგობრობაზე-ნაწყენმა ტუჩები გაბერა და საჭმელს დაუწყო ჩიჩქნა.

-ჯონქუქ-დაიძახა თეჰიონმა. ჯიმინმა თავი ასწია და დაინახა პოდნოსით ხელში მდგარი მეზობელი, რომელიც ალბათ ცარიელ ადგილს ეძებდა რომ ევახშმა. მან ოდნავი ყოყმანით აათვალიერა ჯიმინი და შემდეგ თეჰიონს გახედა-აქ დაჯექი, სხვა ადგილები არ არის-დაუყვავა ჯიმინის მეგობარმა.

ꌗꆰꀎꀤß⚡Where stories live. Discover now