-გახსოვს სონგუსთან რომ იჩხუბე?-იკითხა ჯონქუქმა და ჯიმინის თმა თითზე დაიტრიალა. ახალი შეყვარებულები ტბის ძირას მშრალ ქვის გვირაბში ისხდნენ, პორისპირ მოკალათებულიყვნენ, წყლის მიღმა კი დაბნელებული ცის ფონზე თეთრი მთვარე არემარეს უნათებდა. ჯიმინი ხელის მაჯებზე დაყრდნობილი და ფეხებგაშლილი იჯდა, ჯონქუქი კი ლოტოსის ფორმაში, ბიჭის ფეხებშუა მოქცეულიყო, შეყვარებულს უღიმოდა და თმებს ეთამაშებოდა.
-ახლა სონგუზე არ დამიწყო ლაპარაკი-ციდან ჯონქუქზე გადმოიტანა მზერა მეზობელმა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თავის მხრივ ჯონქუქმა ტუჩები დაბერა და ჩაიღიმა.
-არაა.. მე იმას გეუბნები, გახსოვს რატომ იჩხუბე თქო?-თმებს მოეშვა და მუხლებზე დაიწო ხელები.
-როგორ არ მახსოვს.. შენ რომ დაგდევდი იმიტომ.-დამცინავად ჩაილაპარაკა ჯიმინმა.
-ხოო.. და შენ კი იმიტომ დამდევდი რომ მიზეზი გაინტერესებდა, რატომ არ შემეძლო შენთან მეგობრობა-თავი დახარა და ცხვირი მოიფხანა-ხოდა ბოლოს როცა შეგირიგდი, შუაღამე იყო და მკითხე ხომ არ მოგწონვარო.
-ეეი-წამით დაფიქრდა ჯიმინი და მზერა ისევ ცისგენ გააპარა, წამის შემდეგ კი ჩაილაპარაკა-ახლა არ მითხრა რომ მაშინ მართლა მოგწონდი.
-მჰ- უპასუხა ქუქმა და შეყვარებულს თვალი გაუსწორა.
-არ არსებობს!-გაუკვირდა ჯიმინს და წელში გასწორდა,-როგორ? ამდენი ხანია მოგწონვარ? კი მაგრამ ეს ხომ თითქმის სკოლის დაწყებისთანავე მოხდა.
-აჰამ-გაიცინა ბიჭმა-და შენ?
-რა მე?
-შენ როდის მოგეწონე.
ჯიმინი ჩაფიქრდა. გაახსენდა ბიბლიოთეკაში როგორ წარმოიდგინა თუ როგორ ზასაობდა ჯონქუქთან და აფორიაქებულმა გააქნია თავი.
-არა! არ გეტყვი-მტკიცედ თქვა და ტუჩები დაბერა.
-რა? რატო?-ისევ გაეცინა ბიჭს-მითხარიიი-ხელზე გაქაჩა ჯიმინი და მასაც მაშინვე უმტყუვნა სიმტკიცემ.
YOU ARE READING
ꌗꆰꀎꀤß⚡
Fanfictionარავის ეგონა, რომ ერთი შეხედვით არარსებული და მოგონილი ჰარი პოტერის ამბავი, ცხად სამყაროზე გვიყვება. სოულის ქუჩებზე მართლაც დაიარებიან ახალგაზრდა და მოხუცი ჯადოქრები, და მათ რიცხვში შედის 15 წლის ჯიმინიც და მისი მეგობარი თეჰიონიც. ____ ავტორს იმედი...