I

10.4K 287 69
                                    

Author's pov:

ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობის ცივი ნაცრისფერი კედლები, გარშემო გამეფებული დამაყრუებელი სიჩუმე, გამხმარი და უსიცოცხლო მცენარეები და გულისამრევი გარემო სუფევდა ირგვლივ.

ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან, პატირებთან, ერთად ჯოჯოხეთური ცხოვრება ელოდა სემს, სამანტას.
გოგოს, რომელსაც ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები ახლა უნდა განევლო. მას მხოლოდ მომავალში უნდა ეგემა ბედნიერება და მაქსიმალურად მიეღო სიამოვნება ცხოვრებისაგან, მაგრამ მისი ბედი უკუღმა დატრიალდა. თითქოს მზე დაბნელდა და სინათლე დაიხშო მის ცხოვრებაში, თითქოს ვიღაცამ ოთახი აიღო და დაატრიალა.

"ვერავინ გაექცევა თავის ხვედრს" -- გამუდმებით ყურში ჩაესმოდა ეს სიტყვები სემს, რომელიც ბრმა წინასწარმეტყველმა კაცმა ქუჩაში გადაულაპარაკა იმ დღეს, როდესაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა.

უსიცოხლოდ მომზირალ სახეზე დიდი ტკივილი და სასოწარკვეთილება აღენიშნებოდა გოგოს. კოლონიის გულისშემაძრუნებელი გარემოს დანახვისას კი სახე დაემანჭა.
კანი გამოფიტვოდა და ტირილისაგან თვალები დასიებოდა.

უნდოდა თუ არა, ეს იყო მისი ხვედრი და უნდა შეგუებოდა ახალ ცხოვრებას, მკაცრი რეჟიმის ციხეში, რომელიც ძველი ფსიქიატრიულის შენობაში იყო აგებული და ტონობით სქელი და ასობით სანტიმეტრის სიმაღლის ბეტონის კედლები ეკრა გარშემო. ამ უზარმაზარი კედლების დანიშნულებაც ხომ ის არის, რომ დაუმოჩილებელ პატიმრებს გაქცევის საშუალება არ მისცეს.

ქალთა მკაცრი რეჟიმის ციხე დედამიწაზე ჯოჯოხეთივითაა. გშთანთქავს და წასვლის საშუალებას არ გაძლევს. ეს იყო ციხე, რომელსაც არ აინტერესებდა პატიმრის მდგომარეობა, იშიმშილებდა ის, პატიმრების ბუნტში დაშავდებოდა, თუ ცემისაგან მომაკვდავი ეგდებოდა კოლონიის ცივ ბეტონზე.
ზედამხედველები მხოლოდ წესრიგს იცავდნენ და წესების დარღვევის შემთხვევაში, პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now