"ოჰ.."-სახეზე ხელს ისმევს და ყვითელ სითხეს იწმენდს.მისი თეთრი მაისური სულ სველია,ტყავის ქურთუკსაც იხდის.-"ეს არ უნდა გექნა პატარა."-მეუბნება და მხარზე მიკიდებს.პირველი ის რაც მაფიქრდება არის ის,რომ მძიმე ვარ.
ნერვიულობას ვიწყებ,მეორე კი კაბა მაცვია.
საშინელი სიტუაციაა,ახლა მხოლოს ის მიმდა ჩემს ოთახში ვიჯდე და ვიტირო."გამიშვი..დამსვი.."-ზურგზე ხელებს ვურტყამ მაგრამ არ მსვამს,აუზისკენ მიდის და მინდა მოვკვდე.-"გთხოვ დამსვი!"-ვკივი.
ის ჩემთან ერთად ხტება აუზში და ვგრძნობ როგორ მევსება ფილტვები წყლით.
თვალებს წყალში ინსტიქტურად ვახელ და ზემოთ მოვიწევ.
ორივემ ერთდროულად ამოვყვინთეთ.დედასთან კი არა ღმერთთან მინდა.
"შენ რა იდიოტი ხარ?"-ვუყვირი და ვცდილობ არ ვიტირო,წყალი ხელს მიწყობს ამის დამალვაში.-"ვალენტინოს კაბა მაცვია!"-როდესაც მახსენდება ვაგრძელებ.
"თავად გამომიწვიე!"-მპასუხობს და იცინის.
ზემოთ ასვლას ვცდილობ,კიბით ავდივარ მაგრამ ისევ მისი ხმა..
"პატარავ,შენს ვალენტინოს უთხარი კაბა სველი უფრო გიხდება!"-და თვალს მიკრავს.
ჩემს სხეულზე ვიხედები,ვაანალიზებ რაც მითხრა და ჩემი დიდი ფეხების გამოჩენისთვის მრცხვენია.
ისევ წყალში ვხტები,ის კი მიდის.მძულს ყველა და ყველაფერი.
"ნოელ?"-იძახის ანა და ოდნავ მიხარია, სულ ოდნავ.-"მანდ რას აკეთებ?"-მეკითხება გაკვირვებული და შეზლონგიდან პირსახოცს იღებს.
ზემოთ ამოვდივარ და პირსახოცს ვიხვევ.
"ვიღაც იდიოტმა აუზში ჩამაგდო."-ვიღრინები და იმ მიმართულებით ვიხედები საითაც ის ტიპი წავიდა.
თავს საშინლად ვგრძნობ.
*
YOU ARE READING
Three steps above the sky ||Z.M
Teen Fiction"Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie" VanillaGirl. Z.M. 2021