მოუთმენლად ველოდი ჰელოუინის ღამეს, ვიცოდი ბევრს სხვა ნაცნობსაც ვნახავდი.
მაგრამ ყველაზე მეტად,რა თქმა უნდა ზეინის ნახვა და მასთან ერთარ დროის გატარება მსურდა.
ბოლოს და ბოლოს როდესაც ამ ღამემ მოაღწია,მთელი დღე ვერ ვიშორებდი სახიდან ღიმილს.
უაზროდ ვიღიმოდი და სადღაც შორს,არსად ვიხედებოდი.ხანაც თმის კულულს ვეთამაშებოდი,საწოლზე მოწყვეტით უმიზეზოდ ვვარდებოდი, წიგნების ციტატებს ხმამაღლა გამოთქმით ვკითხულობდი.ვერაფერი მიფუჭებდა ხასიათს,მყვირალი დედაჩემიც კი რომელიც გამწარებული ეძებდა რაღაც საბუთებს და დახმარებას მთხოვდა,მაგრამ დავალებები მოვიმიზეზე და ოთახში ღიღინი დავიწყე.
უკვე იცოდა საღამოს წასვლის შესახებ, რადგან ამას ყოველ წელს ვაკეთებთ. არანაირი მიზეზი არა აქვს ამის შეწინააღმდეგების,მამაჩემიც სახლში იქნება ამ ღამით.
მე და ბენი კი დავლევთ!გართობას ვაპირებდი!
შეყვარებული ვარ!
2 საათით ადრე დავიბანე,ვიფიქრე თმას დავისწორებდი მაგრამ რბილი და აფუებული ვარჩიე,კაბა კარგად მომაჯდა ტანზე,ლამაზ მკერდს მიჩენდა.თეთრი კოლგოტიც ამოვიცვი,ცოტა ინტიმური იყო მაგრამ აკვდებოდა.ვერაფრით გადავწყვიტე ყელზე მარგალიტის მძივი გამეკეთებინა თუ არა,თითქოს უხდებოდა მაგრამ სისადავე მინდოდა.
მაკიაში მსუბუქად გავიკეთე,მხოლოდ თვალები.არ მინდა მთელი ღამის სახეალეწილზე უარესად ვჩანდე.შანელის სუნამო მივიფკურე,მარგალიტის სამაჯური და საყურე გავიკეთე.
YOU ARE READING
Three steps above the sky ||Z.M
Teen Fiction"Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie" VanillaGirl. Z.M. 2021