კიდევ რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ გადაბმულად შემდეგ კი პატარა სცენიდან მქუხარე აპლოდისმენტების შემდეგ ჩამოვედი,ჩემი მეგობრებისკენ წავედი და მათი ღიმილიანი სახეები მეც გადმომედო.
"შეუდარებელი იყავი!"-ნატალიამ გულში ჩამიკრა და სითბო მიწილადა რომელსაც იშვიათად აფრქვევს.
"გმადლობ..."-ყურში ვეჩურჩულები.
"ისეთი მაგარი იყო.."-კესი და ანასტასიაც ვერ მალავენ აღტაცებას და ჩემკენ ხელებგაშლილი მოდიან.
თავი როკვარსკვლავი ან სელებრითი მგონია.
"პატარავ,"-ბენი თბილად მიყურებს,ლუდის ბოთლს მაგიდაზე დებს და ლოყაზე მოწყვეტით მკოცნის. ამასობაში ნაილსაც ვესალმები.
სწორედ ამ დროს ვამჩნევ ისევ მის კარამელისფერ თვალებს და დაბნეული ვარიდებ თვალს.
"ცოტა ხანში ისევ უნდა ავიდე,პატარა შესვენება გვაქვს და უბრალოდ რამე სიმღერა გავა ინტერნეტიდან."-ვეუბნები მათ.-"ახლავე დავბრუნდები!"-სწრაფად ვაყრი და იქაურობას ვეცლები.
საპირფარეშოში გასვლა სულაც არ მინდოდა უბრალოდ ჩემში ახლა იმდენი სიხარული და დადებითი ენერგია იყო წამით მარტო მინდოდა ყოფნა.
ჰოლში გავედი სადაც დიზაინი ისევ იცვლებოდა,აქ ბევრი ფოტოებს იღებდა ინსტაგრამისთვის მე კი მხოლოდ თეთრ გრძელ სკამზე დაჯდომა მსურდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს საქანელა იყო რომლის თოკებიც ყვავილებით იყო შემკული,ვარდისფრად შეღებილ ხედელზე კიდევ ვარდისფერი განათება იყო დაყენებული წარწერა "sweetheart" ისეთი ლამაზი იყო.
ჩამოვჯექი,თვალები დავხუჭე და დღევანდელი დღის გადახარშვა დავიწყე.
Oops! Bu görüntü içerik kurallarımıza uymuyor. Yayımlamaya devam etmek için görüntüyü kaldırmayı ya da başka bir görüntü yüklemeyi deneyin.