11.

407 30 25
                                    


"ახლავე მოყევი რა გითხრა!"-ნატალია თავს მესხმის როგორც კი შენობაში შევდივარ,ლექციები დავასრულე მაგრამ მინდა ვკითხო გამომყვებიან თუ არა მოლში.
შემიძლია სხვა მეგობრებსაც ვუთხრა მაგრამ ახლა მათთან ყოფნა მინდა.

"არაფერი ისეთი,უბრალოდ უნდა დღეს ისევ წავიდეთ იმ ბაიკერების რბოლაზე. შეგიძლიათ მოლში გამყვეთ?ხელფასი ავიღე და ვიშოპინგოთ."-ვიღიმი.

"ვგიჟდები!ჩვენი ხელფასის დღეები ერთმანეთს ემთხვევა!"-კესი ტაშს უკრავს.-"რა თქმა უნდა წავიდეთ."

"მე არ შემიძლია.ჩემი ძმა ჩამოვიდა ესპანეთიდან და ოჯახური დახვედრა გვაქვს,მაგრამ შემატყობინეთ რა მოხდება."-ანა სათვალეს ისწორებს,ჩანთის ელვაშესაკრავს კეტავს და ყველას გვემშვიდობება.

ჩვენც დერეფანში ვაგრძელებთ საუბარს.
თან დავდივართ.

"ჯანდაბა ძალიან სიმპატიურია!"-ნატალია არ ჩერდება.

"უნდა დავრეკო და მაიას ვუთხრა მოლში მივდივარ."-ტელეფონს ვიღებ და დედაჩემს შეტყობინებას ვუგზავნი.

"ჩემი მანქანით გავიდეთ!"-ნატალიას წითელი მინიკუპერი ყავს.ვგიჟდები ამ პატარა მანქანაზე.

*

"ეს კარგია?"-გასახდელიდან შავი გაშლილი ჯინსით და ვარდისფერი მაისურით გამოვდივარ,რომელსაც შუაში გული ახატია და შიგ წერია lovers gonna love.

ჯინსი მაღალწელიანია,არც ისეთი დიდი.
კარგ თეძოებს და ფეხებს მიჩენს.
მომწონს.

"კი.ძალიან გიხდება!"-კესი რამდენიმე კაბას მაწოდებს.

"კაბები არ მინდა."-წარბებს ვკრავ და მათ ზიზღით ვუყურებ.

"უბრალოდ მოისინჯე."-ნატალია კარებს მიხურავს.

"ჯანდაბა."-ჩუმად ვბუზღუნებ და კარებს გამწარებული ვკეტავ,ღრმად ვსუნთქავ.
კაბები ჩემი არასოდეს იყო,მთელი ცხოვრება.
არასდოს მცმია განსაკუთრებულ სიტუაციებს თუ არ ჩავთვლით ეკლესიას ან რაიმე წვეულებებს.

Three steps above the  sky ||Z.MTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang