1.

1K 35 49
                                    



"And nobody knows i'm in love with someone's baby,i dont wanna hide us way"

•••••••••••••••••••••••••••••••••••••

"მე წავედი!"-იძახის ქვედა სართულიდან ჩემი უფროსი ძმა ბენი,ბოლო დროა ხშირად გადის სახლიდან თან არც იბარებს სად მიდის.

მაინტერესებს მიუხედავად იმისა,რომ ჩემი საქმე არაა.
ეს უკვე კვირეებია ხდება,სულ გადის და გვიან ბრუნდება,მამა მას არაფერს ეუბნება რადგან 'ბიჭია'.ვფიქრობ ეს უსამართლობაა,მძულს ეს ფაქტი.

"მეც გავდივარ,"-ვამბობ მას შემდეგ რაც ბენი კარგად აჯახუნებს კარს და ვხვდები გასულია,ვვოცნებობ დედამ არ გამაჩეროს ამიტომ ვამატებ.-"ანას წიგნი უნდა გამოვართვა!"-და სასწრაფოდ ვტოვებ სახლს.

ჩემი ძმა ჯერ კიდევ არ არის მიფარებული თვალს,მის მოსიარულე სხეულს ვხედავ და პატარა ნაბიჯებით მივუყვები.
რამდენიმე კვარტალი დაუღალავად გაიარა თავჩაღუნულმა მე კი არაქათი აღარ მაქვს.
ღრმად ვსუნთქავ და მუხლის მარცხენა ნაწილში რაღაც მტკივდება.

საბოლოოდ შედის ერთ-ერთ შესახვევში რომელიც ბნელია და ბინძური,ვცდილობ ჩუმად გავიარო მეც და პლასტმასის ქილებმა ხმა არ გამოსცენ,სიბნელის მეშინია მაგრამ იმდენად მაინტერესებს ახლა ეს ყველაზე უკანა პლანზე იდგა.

წითელი პატარა ნათება თვალების ფართოდ გახელას მაიძულებს,კლუბია.

"Fight club"

აწერია და მკაფიო წითლად ანათებს,ბენი შიგნით სწრაფად შედის და მე გარეთ დაბნეული ვრჩები.

არ ვიცი შევიდე თუ არა,და რომ შევიდე რა ვქნა?რა გავაკეთო?ან ჩემს ძმას რა ვუთხრა?
ან სულაც ის როდის არის ამით დაინტერესებული?

"შენ შენი გაარკვიე,ახლა სახლში დაბრუნდი."-მეუბნება საკუთარი გონება.

Three steps above the  sky ||Z.MWhere stories live. Discover now