17.

364 24 23
                                    



"I have a father,
but never had a dad"

მთელი დღე ისე ვნერვიულობდი ვერაფერზე ვფიქრობდი,ფეხს წამ და უწუმ ვაკანკალებდი და გაჩერებას ვერ ვლამობდი.
არ ვიცოდი ზეინისთვის დამერეკა და ისე დავლაპარაკებოდი თუ პირადად მენახა.
არ მინდა დაშავდეს ან რამე იტკინოს, რა საჭიროა საერთოდ ეს რინგი?ან რატომ მოიკლა თავი პერიმ ტაილერის გამო?რა გააკეთა ასეთი ამ ბიჭმა?
მილიონი კითხვა ერთად მაწუხებს,პასუხი კი არც ერთზე არ მაქვს.

საათის პატარა ისარმა 6 რომ აჩვენა ვიფიქრე საკმარისი იყო ამდენი ნერვიულობა და ნაილთან დავრეკე რათა გამეგო სად იყო ზეინი.
მან მითხრა,რომ სხვა დარბაზშია წასული სადაც ორთაბრძოლის ამბებს გაიგებდა.

ეს ხომ იმას ნიშნავდა..დაეთანხმა ამ წინადადებას.
ახლა უფრო მალე მინდოდა მისი ნახვა,მისამართი მოვაცემიე,ტაქსიში ჩავჯექი და წინ გავემართე.

საშინლად არეული ვარ,არ ვიცი რა ვიფიქრო.არ ვიცი რა ქვია იმ გრძნობას რომელსაც მისდამი ვგრძნობ.არ მინდა მიყვარდეს რათა შემდეგ გული მეტკინოს.
არც ის ვიცი ვარ თუ არა მზად ურთიერთობისთვის,მიმიღებს კი ისეთს როგორიც ვარ?ერთ დღეს ასე უბრალოდ რომ მოვბეზრდე?მილიონი ფიქრი მაქვს თავში და სანერვიულო.

თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად სუნთქვას ვიწყებ,როდესაც ვამჩნევ არ მშველის საქარე მინას დაბლა ვწევ.ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ.

"კარგად ხარ?"-მეკითხება ტაქსის მძღოლი,შუა ხნის მამაკაცი.-"სახეზე ფერი არ გადევს."

"დიახ,მადლობა."

ამ დიალოგიდან რამდენიმე წუთში მივედით.
დიდი შენობის დანახვისას გამაკანკალა, არც ამინდი იყო კარგი და მზიანი.
ხელები ქურთუკში ჩავიწყვე და შიგნით შევედი,მიმღებში ზეინ მალიკი ვიკითხე. მენეჯერმა გოგომ კი მითხრა მესამე სართულზე იყო.

კიბეებს ფეხით სწრაფად ავუყევი,არ ვიცი სად მივდივარ.ჩემი ფეხები ავტომატურად მიდიან და მეც მათ მივყვები.

Three steps above the  sky ||Z.MWhere stories live. Discover now