22.

266 15 24
                                    


"პატარა,გაიღვიძე."-ლოყაზე ნაზი შეხება მაფხიზლებს და თვალებს ვახელ.ისევ მანქანაში ვსხედვართ,წვიმასაც გადაუღია.-" გადმოდი,შიგნით შევიდეთ,რამეს მოვამზადებ და ვჭამოთ."

"კი გთხოვ.."-ვფრუტუნებ და მანქანის კარებს ვაღებ.

სახლის კარი გასაღებით გააღო და შუქი აანთო.
შიგნით შევედით.
ქურთუკი,კაშნე და ქუდი საკიდზე ჩამოვკიდეთ.

"რას შეჭამ?"-მეკითხება.

"მნიშვნელობა არ აქვს.რისი გაკეთებაც იცი.."-მხრები ავიჩეჩე,რადგან მე სამზარეულოში ფუსფუსი მანდამაინც არ გამომდის,შესაბამისად,ვერც მას დავეხმარებოდი.

"რისიც ვიცი?"-შეურაცხყოფილმა გამომხედა.-"მე საერთოდ ყველაფერს ჩინებულად ვამზადებ!"

"მაშინ კარგი,მე სამზარეულოში არაფრად ვარგივარ.ყველაფერი შენზეა."-ხელები ზევით დანებების ნიშნად ავწიე და ხელის გულები დავანახე.დივანში კომფორტულად ჩავჯექი და ტელევიზორში არხების დათვალიერებას შევუდექი.

"კარგი,მაკარონს მოვამზადებ."-თვალები გადაატრიალა.

"როგორც გინდა შეფ!"-არ შემიხედავს, მაგრამ გავიგონე როგორ ჩაიცინა.

ჩუმად თვალს ვაპარებდი ხოლმე და ვცდილობდი დამეჯერებინა საკუთარი თავისვთვის,რომ ეს ადამიანი ჩემი შეყვარებული იყო.
ჩემი მამაკაცი,რომელსაც ვუყვარვარ.
ან რატომ ვუყვარვარ?საერთოდ რა მოსწონს ჩემში?ვარ კი მისი ღირსი?მისი იდეალური მხრების,ზედმეტად მოვლილი წვერის, ბროწეულისფერი ტუჩებისა და ღამისფერი თვალების ღირსი?
კარგა ხანს გასტანა ამაზე ფიქრმა,პასუხს ვერ მივაგენი და თავის დასტრესვაც შევწყვიტე.

"ასე რაზე ჩაფიქრდი პრინცესა?"-მეკითხება თან თეფშებზე ანაწილებს სპაგეტს.
გამეღიმა.
მიყვარს როცა პრინცესას მეძახის.

"შენზე!"-ვდგები და სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები.

"იმედი მქონდა,რომ ამად იტყოდი."-ხითხითებს.

Three steps above the  sky ||Z.MWhere stories live. Discover now