9.

378 30 60
                                    


სახლის კარის შეღებიასას,ღიმილი მომეგვარა სახეზე.ყველაფერი გადავხარშე,ნასიამოვნები კი საწოლზე მძიმედ დავეცი.

კლერს და ბენს ერთად ეძინათ,ბენის ოთახში.
მამა საერთოდ არ იყო სახლში,ექიმია და ასე ხშირად ხდება,დედას კი ეძინა.

არ ვიცი რა უთხრა ბენმა,შესაძლოა საერთოდ არ გავხსენებივარ.

ახლა უნდა დამეძინა,მაგრამ ფიქრს ვერ ვწყვეტდი,საწოლში ვგორავდი და ვერ ვისვენებდი.
არადა უკვე თენდებოდა,თუ ოთახში სინათლე შემოაღწევდა საერთოდ ვეღარ მოვახერხებდი დაძინებას,რადგან მიჭირს სინათლეში გონების გათიშვა,ისედაც დიდი ომი მჭირდება დაძინებისას.

თავზე საბანი გადავიფარე,შემდეგ კი მართლა არ მახსოვს რა მოხდა.

თვალები,რომ გავახილე კარგად იყო მზე ამოსული,თვალები მოჭუტულმა ნელ-ნელა გავახილე და ახალ დღეს შევეგებე.
წამით ისევ წუხანდელი ღამე ამომიტივტივდა,შემდეგ გონს მოვეგე და საათს დაფეთებული ვწვდი.

12 საათია,ასეც ვიცოდი რაც არ უნდა გვიან დავიძინო მაინც ადრე მეღვიძება.

უნივერსიტეტში წასვლა ძალიან ძალიან მეზარება,თანაც მხოლოდ 2 ლექცია მაქვს ამიტომ თუ ყველაფერი ნორმაშია ვგეგმავ გოგოებს შევხვდე,შემდეგ კი ბარში წავიდე.

საწოლიდან ზანტად ავდექი,დიდ სარკესთან დავდექი და შემს შიშველ სხეულს შევავლე თვალი,მხოლოდ საცვალი და ბიუსჰალტერი მეცვა (მის გარეშე ძილი ფაქტიურად არ შემიძლია).

ვტრიალებ და ვხვდები სულ მცირე 7 კილო უნდა დავიკლო,რომ სასურველ შედეგს მივაღწიო,მაგრამ 10 უფრო მინდა.
ბარძაღები ნორმაზე დიდი და მკვრივი კანის გამო სქელია! მხრებზე ჩამოკიდებული უაზრო კანი!მუცელზეც ზედმეტი ცხიმი,სახეზე დიდი ლოყები და არანაირი ყბის ზოლი.

კატასტროფა ვარ!

საერთოდ როგორ მიძლებს ხალხი?
ალბათ ერთ დღეს ყველას სათითაოდ მოვუხდი ბოდიშს.

Three steps above the  sky ||Z.MWhere stories live. Discover now