16.

381 29 21
                                    


საწოლზე მაწვენს,კარადიდან მაისურსა და შორტს იღებს და გვერდზე მიდებს.

"ახლავე მოვალ,არ გაინძრე.მხოლოდ გამოიცვალე!"-მკაცრად მეუბნება, საჩვენებელ თითს მიქნევს და საპირფარეშოში შედის.

არც კი ვფიქრდები,ისე სწრაფად ვდგები საწოლიდან.
ქვემოთ სამზარეულოში ჩავდივარ,არ ვიცი რატომ მაგრამ როდესაც კარადიდ თავზე შემოდებულ არაყს ვხედავ ვხვდები ის მეჩახდა.
სკამის დახმარებით,მაღალი ვხდები და სწრაფად ვიღებ გაუხსნელ ბოთლს.
პატარა ჭიქასაც იქვე ვიღებ,ნიჟარაში დევს და ვასხამ.

"მე გამიმარჯოს."-მხრებს ვიჩეჩ და ვკრავ ერთ ამოსუნთქვაზე.
ყელი კიდევ ერთხელ მეწვება და თავბრუ მეხვის.
ეს ყველაზე კარგი გრძნობაა,ნუ ერთ-ერთი მაინც.

"აი თურმე სად ხარ!"-ზეინი ხელებგადაჯვარდინებული ჩემს უკან დგას,ცალი წარბი კი აწული აქვს.

"არ გინდა?"-ვეკითხები კეკლუცი ღიმილით და ბოთლს წინ ვუტრიალებ.

"მე შენ რა გითხარი?"-ნელა მიახლოვდება.-"ხომ გითხარი აღარ დაგელია?"-მშვიდია.-"არ გითხარი?"-მიმეორებს კითხვას.
გაშლილ თმას ყურსუკან მიწევს.
ისე მომწონს როცა ასეთი მკაცრია?თუ მომთხოვნი?იქნებ მამაკაცური?წარმოდგენა არ მაქვს,მაგრამ ფაქტია საშინლად მოქმედებს ჩემს სხეულზე.

"ჰო მითხარი."-ვეთანხმები.

"მერე?შენ ახლა რა გააკეთე?"-მისი ცხვირი ჩემსასთან ძალიან ახლოსაა.
მისი ტუჩები მინდა.
სხეული.
მისი ყველაფერი მინდა.

"დავლიე."-ქვედა ტუჩს ვკბენ.

"იცი ახლა რა მოხდება?"-მეკითხება.თავს ვაქნევ,აღარ მეძინება.
პირიქით მინდა ფხიზლად ვიყო,მართალია ამას სიმთვრალიე გარეშე ვერ გავაკეთებდი მაგრამ მკიდია.ჩვენი ცხვირები ისევ ეხება ერთმანეთს.

ხელები წელის გარშემო შემომხვია,მისკენ კიდევ უფრო მიმიზიდა და ახლა მისი მაგარი პრესი მეხება,ამას ვგრძნობ.
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ.
მხრებზე უნებურად,ხელებს ვუსვამ.
თვალები დახუჭული მაქვს.

Three steps above the  sky ||Z.MWhere stories live. Discover now