"ყველაფერი ჩაივლის არ შევეგუოთ ბედს,ანგელოზი გვაჩუქებს ფაიფურის ფრთებს."მათთან ერთად ხის მაგიდაზე ვისხედი და ვიცინოდი.
ზოგჯერ მგონია ამის გარდა საერთოდ არაფერი არ მჭირდება ცხოვრებაში.
ესეც კი საკმარისია,სასიამოვნო ხალხთან, მეგობრებთან ერთად არაფერზე და ამავდროულად ყველაფერზე ილაპარაკო, მუცლის ტკივილამდე უაზროთ იცინოთ რეალურად კი ერთმანეთის სიცილზე გვეცინება.სწორედ ეს გვჭირდება ადამიანებს ცხოვრების რთულ ეტაპებზე,მეგობრებთან ერთად გართობა და მოგონებების შეგროვება,რომელსაც შემდეგ შენს შვილს მოუყვები.
გახსენებისას სევდიანად გაიღიმებ და იმას იგრძნობ რაც წლების წინ იგრძენი.
შეიძლება ისე მძაფრად არა მაგრამ ხომ იგრძნობ არა?ამიტომაც მიყვარს მეგობრები,ყველაფერს მავიწყებენ რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს.
მეცოდება ადამიანი რომელსაც მეგობარი არ ყავს,ერთი ადამიანი რომელსაც ისე დაელაპარაკები როგორც საკუთარ თავს.
არასდროს მესმოდა ინტროვერტი ხალხის, მესმის რომ ყველას უნდა სცე პატივი მაგრამ კარგით რა!მეგობრის გარეშე რამე გამაძლებიებს? მეგობარმა დასალევად დამპატიჟოს და სახლში დეპრესიულად ვიწვე?გასართობად წასვლა დავაპიროთ და მე მას არ გავყვე ან დამეზაროს?
და აბა საერთოდ რისთვის ცხოვრობ?
არ ვიცი,არ ვიცი,მართლა არ ვიცი და არ მესმის ასეთი ადამიანების.
მეც მქონია მომენტები როდესაც ირგვლივ არავინ მჭირდება და არავის დანახვა მინდა მაგრამ საბოლოოდ ეს დიდხანს არ გრძელდება.
მეგობრები,რომ არა კარგა ხნის წინ დავასრულებდი სიცოცხლეს.
ზეინისადმი არ ვიცი რატომ მაგრამ ნდობა მქონდა.ვერ ვხსნი ამას,ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ზუსტად მიხვდება ადამიანს გასაჭირს (მიუხედავად იმისა,რომ ხშირად სერიოზული სახით ზის).

CZYTASZ
Three steps above the sky ||Z.M
Dla nastolatków"Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie" VanillaGirl. Z.M. 2021