დილას ზუსტად არ ვიცი რა,მაგრამ სიმძიმე მაიძულებს თვალები გავახილო.
თეძოებს წინ და უკან ვამოძრავებ,გაკავებული ვარ.ჯერ აზრზე ვერ მოვდივარ შემდეგ კი მახსენდება,რომ ზეინთან ვარ.
ჩვენ ერთ საწოლში გვეძინა."მაგრამ საზღვრებით!" მახსენებს ჩემი თავი. მისი ხელი ჩემს თეძოზეა,თუმცა ბალიშები ისევ წესრიგშია.
ხელზე თავისი თითის რაღაცას ხაზავს,ამას ბევრჯერ აკეთებს.ეს თავიდან ორი რგოლი მეგონა,შემდეგ კი მივხვდი უსასრულობის ნიშანია.თავშ ვაბრუნებ და ვხედავ,რომ თვალები გახელილი აქვს.
მიღიმის და ბოხი,სექსუალური ხმით მალევე მეუბნება."დილა მშვიდობისა ანგელოზო."-ხმის გაგონებისას ფეხები ამიკანკალდა და მუცელი დამეჭიმა.
ტუჩი კი შემთხვევით მომეკვნიტა."დილა მშვიდობისა."-მეც ვუღიმი და საწოლზე ვჯდები.
დილით,მწის შუქზე კიდევ უფრო ლამაზია მისი ოთახი.-"შენი ოთახი დათვის ბუნაგს გავს."-ვეუბნები ზეინს ის კი ხარხარს იწყებს,საოცარი ხმაა."მგონი ჩემი ოთახი ისე მოგეწონა დარჩენა გინდა.."-ჩუმად მაპარებს.
"რატომაც არა."-ჩუმად მაგრამ გასაგებად ვამბობ,ოთახს თვალს კიდევ დაკვირვებით ვავლებ.
ვგრძნობ როგორ იღიმის დიდზე.
"იცი,რომ ძილში ლაპარაკობ?"-მეუბნება.
რა თქმა უნდა ვიცი,ეს არაერთხელ უთქვამთ.ამიტომაც არ მომწონს ვინმესთან ერთად დაძინების პერსპექტივა,მუდამ ვსაუბრობ და მეშინია.
"რა ვთქვი?"-ოდნავ შეშინებული ვამბობ.
"რაღაც სიმღერა ახსენე და თუ არ მომეჩვენა ჩემი სახელიც გავიგონე."-ეშმაკურად ამბობს.
"დარწმუნებული ვარ მოგეჩვენა."
"მე ასე არ ვფიქრობ."
"საზღვარი გადმოკვეთე."-ვეუბნები ბოლოს.ვერ ხვდება რაზე ვეუბნები და გაკვირვებულ სახეს იღებს,შემდეგ კი მის ხელზე ვანიშნებ რომელიც ისევ ჩემს შორიახლოს ასვენია.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Three steps above the sky ||Z.M
Подростковая литература"Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie" VanillaGirl. Z.M. 2021