"ამმ..მე..არ ვიცი.როდის არის გამოსვლები?"-ვეკითხები მათ ისინი კი იღიმიან.სამუშაო მართლა არ მაწყენდა მეტიც, ახლა მჭირდებოდა კიდეც.
თანაც ეს საქმე და სფერო მუდამ მომწონდა,ბიჭებიც არ ჩანან ცუდი ტიპები. ჩემი სახლიდან კი ფეხით 20 წუთის სავალია.ისე თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა.
"კვირაში 4-ჯერ,მაგრამ რეპეტიციებია ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა."-ლუისი მიხსნის და სცენიდან ჩამოვდივართ.
ახლა პატარა მაგიდასთან ვსხდებით.
"მაგრამ ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვიმუშავებ თუ არა?"-ვეკითხები გაკვირვებული რადგან ისინი უბრალოდ ბენდის წევრები არიან.
ბოროტულად უყურებენ ერთმანეთს.
"ბიძაჩემი ბარის მეპატრონეა."-შონი მომხიბვლელად ამბობს.
"გასაგებია."-ვჩურჩულებ.
"ესეიგი რას ფიქრობ?"-მეკითხება ბარიში.
ვითომ ეს მშობლებთან უნდა განვიხილო? მაგრამ ეს ხომ სამუშაოა,არ არის მაგათი საქმე.
"ვფიქრობ თანახმა ვარ."-ვიღიმი.
"yes!"-ყველა ერთდროულად ყვირის.
მე კი ვკისკისებ.
"ხვალ საღამოს 7-ზე აქ იყავი."-ლუი მეუბნება ლოყაზე მკოცნის და სწრაფად მიდის.ოდნავ გაკვირვებული ვარ.
"ხვალ შევხვდებით."-ბარიში მეორე ლოყაზე მკოცნის და ისიც მიდის.
"მე გაგაცილებ."-მეუბნება შონი და ერთდროულად ვდგებით მაგიდიდან.
ბარის წინა გასადვლელიდან ვსარგებლობ ახლა და მისკენ ვბრუნდები.-"პატარავ ჩვენ ცოტა ცუდად დავიწყეთ მაგრამ გულწრფელად გიხდი ბოდიშს ჩემი საქციელის გამო,უბრალოდ ხალხთან შევრცხვებოდით.ცუდი არაფერი მინდოდა."-გულწრფელად მითხრა და საწყალი თვალებით შემომხედა."კარგი შონ არაუშავს."-ვუღიმი,ბოლოს და ბოლოს მან სამუშაო დამაწყებია თანაც ისეთი,რომ აქეთ მსიამოვნებს.-"ყველაფერი კარგადაა."
YOU ARE READING
Three steps above the sky ||Z.M
Teen Fiction"Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie" VanillaGirl. Z.M. 2021