მოგზაურობა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ🔞

522 53 56
                                    

Pov. Jungkook

ზუსტად 1 თვე გავიდა, რაც ჩვენ საიდუმლოდ ვხვდებით ერთმანეთს.  ამ პერიოდში არაფერი შეცვლილა.  ჩვენ, როგორც ყოველთვის, სადღაც მალულად ვიღებთ სიამოვნებას, მე ვიბრატორიც კი შევიძინე ისე, რომ სულ მცირედი მრავალფეროვნება ყოფილიყო. ცოტათი მაწუხებს ეს.  ჩვენ უბრალოდ ვჟიმაობთ. 

"რაღაც ახალი მინდა", - გავიფიქრე ჩემთვის. 

ბოლო თვეში ამინდი ძალიან ცივი და ნესტიანი იყო.  ამის გამო დეპრესია დამეწყო.  ერთგვარმა მარტოობამ შემიპყრო და ვერავინ მეხმარებოდა.  მეშინოდა ამის შესახებ ჯიმინისთვის მეთქვა, რადგან შეიძლება ეფიქრა, რომ მე სუსტი ვიყავი, რაც არ მინდოდა.  მე უნდა გამომეჩინა ჩემი სიძლიერე. გრძნობები უნდა ჩამეკეტა.

დადგა ზამთარი.  თოვდა, ციოდა.  შობის ღამეს მე და ბანთანმა ცხელ წყაროებზე წასვლა გადავწყვიტეთ.  მანქანაში ჯინი ნამჯუნთან დაჯდა, თეჰიონი ჰოსოკთან, მე ჯიმინთან და იუნგი, როგორც ყოველთვის, ყველასგან განცალკევებით.  მთელი გზა ჯიმინს ჩემს მხარზე ეძინა, მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ლამაზია როცა სძინავს. 

როცა დაიძინა, ოდნავ გააღო პირი.  მე უბრალოდ მინდოდა მის პუტკუნა ტუჩებზე მეკოცნა. ჩამეთრია გრძელ და გრძნობებით სავსე კოცნაში.  მაგრამ ეს არ იყო შესაფერისი ადგილი, შესაფერისი დრო და შესაფერისი გარემო.  მაგრამ ეს ზუსტად ის გრძნობები იყო.  ჰო .. როგორც ჩანს, მე მსურს ვიყო უფრო მეტი ვიდრე უბრალო საყვარელი. 

ამ გრძნობებმა დიდი ხნის წინ გაიღვიძა ჩემში.  მასთან რომ ვარ ისე არავისთან ვყოფილვარ.  ერთი რამის მეშინოდა.  რომ ის არ მიიღებს ჩემს გრძნობებს. 

"მისთვის რამეს ვნიშნავ?"

ამ კითხვაზე ბევრ პასუხს ვხედავდი.  მაგრამ არ მომწონდა ისინი. რადგან ჯიმინს ეძინა, გადავწყვიტე არ გამეღვიძებინა.  ამიტომ, როდესაც ჩემი და მისი ნივთები ოთახში გადავიტანე, ჯიმინის გადატანაც გადავწყვიტე.  ხელში ავიყვანე და ოთახისკენ წავედი.  ჯიმინმა ხელები კისერზე შემომხვია და გააგრძელა ძილი.

Hidden From View🔞Where stories live. Discover now