ვირჯინიის ბიურომ კიდევ ერთი ახალი გარდაცვლილი იპოვნა, რომელიც სავარაუდოდ ლუის ვილიამ ტომლინსონის კიდევ ერთი მსხვერპლი იყო. როუზ მიჩის მშობლებს გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ.
"ვირჯინია თამისმა უკვე ყველაფერი გაიგო და დაწერა." ზაბინიმ ამოიოხრა. "ოცდარვა გარდაცვლილი! ოცდარვა!" ოხრავს და სკამზე ემხობა.
"ვფიქრობ მასთან კიდევ ერთი ვიზიტი ურიგო არ იქნებოდა." სტაილსმა თმა ნერვიულად აიჩეჩა.
"რასთან დაკავშირებით?"
"ვფიქრობ მასთან თუ ვითანამშრომლებთ კარგი იქნება."
"მასთან თანამშრომლობა?" ზაბინის აშკარა გაკვირვება დაეტყო.
"მინდა, რომ კვლევის ჩატარების უფლება ვითხოვო. თუ მომცემთ ნებას, მე შევადგენ მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ასე გაგვიადვილდენა სხვა დამნაშავეებთანაც." სტაილსმა დამაჯერებელი ღიმილი აიკრა.
"შეგვიძლია განყოფილების სასარგებლოდ გამოვიყენოთ." ყოყმანის შემდეგ დაამატა."როგორც მივხვდი, პირად კვლევას ითხოვთ, რომ გაემგზავროთ ჩიკაგოში და ანხორციელოთ რეგულარული ვიზიტები ტორონტოს ციხეში. სწორი ვარ?"
"დიახ სერ. ვფიქრობ ერთი თვე სრულებით მეყოფა." სტაილსმა ზურგს უკან თითები გადააჯვარედინა.
კაბინეტში ისეთი საზიზღარი და აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ თვით ბუზსაც კი არ შეუწუხებია თავი ცოტა გარემო გაეენეიტრალებინა. ზაბინი წინ იყურებოდა. სტაილსს საკუთარი სისხლის შხრიალის ხმა ჩაესმა ყურებში.
"მე თქვენზე დიდ იმედებს ვამყარებ ოფიცერო სტაილსს." თქვა მან წყნარად. "მაშ ასე იყოს, როგორც გსურთ." თქვა.
"მოხარული ვარ, სერ." სტაილსმა თავი დაუქნია.
"განყოფილებიდან გამოგიყოფ თანხას, რომ ერთი თვით რაიმე ბინა იქირავო სადმე ახლოს. იქ, როგორც ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი იქნები. დღესვე დავურეკავ ლენდონ პრესვუდს და გავაფრთხილებ. დეტალებს პეინთან მოვაგვარებ და ორდერს გამოვწერ, რომ ბიუროდან უფლებას გახლევთ საკუთარი კვლევა აწარმოოთ."
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Fanfiction"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...