14

237 39 60
                                    

Tastes so sweet, looks so realSounds like something that I used to feelBut I can't touch what I see

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

Tastes so sweet, looks so real
Sounds like something that I used to feel
But I can't touch what I see

***

ახალი წელი, რომ დგებოდა ცამ ნაცრისფერი ქუდი გადაიხურა და ზედ 31 დეკემბრის დილას თოვა დაიწყო. ჩიკაგო ამ დროს ყველაზე არეული და ქაოსური იყო. ქუჩებში სანტა-კლაუსები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აგროვებდნენ შესაჭირს და თუ ფულს ჩაყრიდი ყულაბაში საშობაო საგალობლის ნაწყვეტს მღეროდნენ.

დილით ადრე ჰარიმ ამანათი მიიღო დისგან, ჯემასგან და დედამისისგან, რომელშიც შეფუთვები გახსნა ნაქსოვი პულოვერი და ახალი საათი აღმოაჩინა.

სტაილსს დღეს დიდი გეგმები ჰქონდა. პატარა ბავშვივით აჟიტირებული და გახარებული იყო. მან ლუის ის გაანდო, რაც არავისთვის ჰქონდა ნათქვამი. პათეტიკურად შეიძლება ჟღერდეს, მან მკვლელს გაანდო ის ნაწილი, რომელიც არასდროს არავისთვის გაუმხელია...

და შემდეგ ჰარისთვის გასაოცრად ლუიმ მის ბავშვობაზე უამბო და იმ დიდ საიდუმლოს გასცა პასუხი რასაც 'ოცდარვის ჯაჭვი' ჰქვია.

როდესაც ჰარი ლუის საოცარ სულზე ფიქრობს, ივიწყებს ყველანაირ გარემოებრივ ფაქტს და ავიწყდება ის ერთადერთი ადგილიც სადაც მას შეუძლია ნახოს იგი. როდესაც ის ლუის ხედავს, მის თხელ სხეულს, იდეალურ ტუჩებს, გამოთლილ სპილოსძვლისფერ ლოყებს, რომელსაც ოდნავი გაზაფხულისებრი სიწითლე შეჰპარვოდა, მისი პატარა და სწორი ცხვირი, გამოქანდაკებული ნაკვთები და სწორი წაბლისფერი თმა, რომელიც ოდესღაც მზეზე დიდხანს სიარულის გამო გაჰხუნებოდა.

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now