"ვიცოდი, რომ ქალი იქნებოდა." ლუი იცინის და თვალს იზელს.
"შენი სიტყვები გამართლდა." ჰარიმ მის მხარზე ამოილაპარაკა.
"ჩემი სიანსები უნდა იყოს წესით და შენ გისმენ, რომელს გვჭირდება ფსიქოლოგი მე, თუ შენ?" ლუიმ ზევიდან დახედა ჰარის.
"ზოგჯერ კარგ მსმენელსაც სჭირდება, ის ვინც მოუსმენს." ჰარი ამთქნარებს.
"როგორი მლიქნელი ხარ. ანუ კარგი მსმენელი გგონია შენი თავი? განაღიზიანებელო ღლაპო."
"ძალიან გადავიღალე ამ დღეებში. ემოციურადაც ავირიე." ჰარი ბუტბუტებს და მთელს სიმართლეს ამბობს.
ის მართლა აირია ემოციურად. ეშინია, რომ სულ მალე მოუწევს ვირჯინიაში დაბრუნდეს და მერე რა იქნება?
ან ლუი როგორ იქნება?
მთელი ამ დროს მანძილზე ლუი მთლიანად გაიხსნა ჰარისთან და მისი კესანესფერი თვალები აღარ არის მოჩვენებითი. მის თვალებში ნამდვილად ჩანს ნაპერწკლები, რომელიც ჰარის ყოველი დანახვისას ახლიდან ღვივის.
ხანდახან, როგორი რთულია ცხოვრება, როდესაც არასწორ დროს არასწორი ადამიანი გიყვარდება. ხანდახან ჰარი წარმოიდგენდა, რომ სხვა სამყაროში, სადაც ლუი მასწავლებელია და თავად მცხობელი, ყველაფერი იდეალურადაა. სიყვარული და ბავშვები მათ გარშემო.
სამი შვილი ყავთ, სამზარეულოს კედელი ყვითელია. საუზმის სურნელი დგას. ჰარი ემბერის ახალ ნახატს აკრავს მაცივარზე თან ლუისთვის გამზადებულ ყავას ურევს. ლუი მოსიყვარულე ქმარი და კარგი მამა, ბავშვებს აღვიძებს და ოთხივე ერთად შემოდიან ოთახში, მანამ სანამ ლუის დები ადგებიან. ზედა სართულებიდან მათი წუწუნის ხმები ისმის მაგრამ, როდესაც ლუი მათ შესამოწმებლად დგება ისინი უკვე კიბეებზე მოხტუნაობენ.
ჰარი ლუის შეეკითხება სამსახურის გეგმებს და ერთად დაგეგმავენ შაბათ-კვირას აკვაპარკში წავიდნენ თუ ზოოპარკში. შემდეგ ლუის უფროსი და დაიწუწუნებს, რომ არსად უშვებენ მარტოს და იმის უფლებაც არ აქვს, რომ სიჯეის შეხვდეს. ამაზე კი ლუი დაიწყებს ჩხუბს, რომ არ სურს სიჯეის სახელი კიდევ გაიგონოს და ჰარი დააწყნარებს მას.
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Фанфик"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...