"თუ ჯო კლავს, გამორიცხულია რაღაც არ შეეშალოს, ან რაღაც აკვიატება მაინც არ ჰქონდეს." ჰარი 154-ე საკნის კარს იყო აყუდებული. ციოდა და ამიტომ წამ და უწუმ მხრებზე ისვამდა ხელს გასათბობად.
ლუი რკინის კარს ზურგით ეკვროდა. თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული და ხმას არ იღებდა. 28 რიცხვი ახლოვდებოდა...
"რა თქმა უნდა რაღაც კვალს ყველა ტოვებს. უყვარს მკვლელს კატა-თაგვობანა. პატარა სამხილს დატოვებს და ჩრდილში დაგელოდება." თქვა სუსტი ხმით.
წყალი კედლებიდან წვეთავდა და საზიზღარ ხმას გამოსცემდა.
"შენი საიდუმლოებები ვიცი... შენი საზიზღარი და ბინძური პატარა საიდუმლოებები ვიცი..." ღიღინებდა ვიღაც მოპირდაპირე საკნიდან.
ლუიმ მუხლებში ჩარგული თავი წამოწია და წინ გაიხედა. ღრმად რამოდენიმეჯერ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
"რუკა შემომიცურე სადაც გვამებია ნაპოვნი." ლუი ფეხზე ადგა. მისი მოელვარე თვალები სტაილსისას შეეჩეხა.
ჰარის გულში უცნაურმა გრძნობამ გაჰკრა. ლუის თვალები ლურჯად ელავდნენ, თითქოს ასეთი ფერის ნეონის ნათურები ენთოსო.ლუიმ ფრთხილად გადაატაა თითები რუკას. თვალებდახუჭულმა შეიგრძნო ფურცლის ზედაპირი და თითები ცხვირთან გადაიტარა.
პირველი გვამი ჯორჯიას დტატში იყო ნაპოვნი. რუკაზე წითელ წერტილებს გაყვა და ოჰაიოს შტატს დახედა, შემდეგ პიტსბურგი, ვირჯინია, კაროლინა, კვლავ ჯორჯია და ბოლოს ატლანტა.
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Fanfiction"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...