ჰარი,
როდესაც ხვალინდელი დღე ჩემს გარეშე დაიწყება და მე არ ვიქნები მანდ, რომ ვნახო. მზე შეიძლება ამოვიდეს და შენს თვალებს იპოვნის, სავსეს ჩემთვის განკუთვნილი ცრემლებით. ვისურვებდი ძლიერ აღარ გეტირა, ისე როგორც ეს დღეს გააკეთე ყველაფერზე ფიქრის გამო. ვიცი რამდენად ძლიერ გიყვარვარ, იმდენადვე, როგორც მე მიყვარხარ შენ. ნებისმიერ დროს, როცა ჩემზე ფიქრობ, ვგრძბობ, როგორ გენატრები. მაგრამ, როცა ხვალინდელი დღე დაიწყება უჩემოდ, გთხოვ ეცადო, რომ გაიგო, რომ ანგელოზი მოვა და ჩემს სახელს ჩაგძახებს. ჩამკიდე ხელი ოცნებებში... იმ ადგილას წამიყვანე, სადაც დროს სამუდამოდ გავაჩერებდით და მხოლოდ ჩვენ ორნი, მე და შენ ერთად ვიქნებოდით.
ხელი ჩამკიდე ანგელოზო.
ამბობენ, სიყვარული ორ ადამიანს ერთმანეთს ამსგავსებსო... ერთმანეთს იმდენად აახლოვებს, რომ დაცილება, ორივესთვის სიკვდილის ტოლფასიაო.
არასდროს უთქვამთ, რომ ვუყვარდი და არასდროს მყოლია ვიღაც, ვინც, მთელი გულით მეყვარებოდა. მხოლოდ დები, რომლებსაც ვიცავდი, მაგრამ შენ...
ჰარი, შენ ჩემი თავისუფალი სული ხარ. ის ნაწილი, ხარ რაც მე არასდროს მქონია... შენ ჩემი სიბნელის სინათლე ხარ... მიყვარხარ ჰარი ედვარდ სტაილს, კულულა ბიჭო, ვორესტერშირიდან.
და მაინც, როდესაც ხვალინდელი დღე უჩემოდ დადგება მინდა გახსოვდეს, რომ კვლავაც შენთან ვარ.
სიყვარულით, ლუი.
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Фанфик"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...