PROLOGUE

175 20 20
                                    

"სახლში ხარ?" ჰარის ხმა ესმის შინ მისულ ლუის სამზარეულოდან.

"ხო, ბავშვები სად არიან?" ჟაკეტს საკიდზე ჰკიდებს და სახლის თბილ ჩუსტებში ჩაყო ფეხები.

"ვიოლეტი სწავლობს, ავიანა მის მეგობარ სიდნისთან ერთად პროექტისთვის ნივთების საყიდლად წავიდა, დაილენი კი ფიზიმ წაიყვანა ფეხბურთზე."

ჰხედავს ჰარის მზესუმზირას ნაქარგებიანი ფართუკი აცვია, რომელიც დედამისმა შობას მოქსოვა, ჩამოზრდილი თმა პასტელისფერი ლურჯი ფერის სამაგრით აქვს გადაწეული და ხის კოვზით პასტას ურევს.

"გინდა შეგენაცვლო, თუ სუფრა გავშალო?" ლუი ეკოთხება და ზურგიდან ეხვევა.

"ჯობია ხელები დაიბანო და სამსახურის სამოსი გაიხადო." ჩაიცინა ჰარიმ და ლოყაზე აკოცა ქმარს.

ლუიმ ცხვირი კისერზე გაუხახუნა და გამოეცალა.

"ლუი დღეს სარეცხის დღეა!" მიაძახა ჰარიმ, როდესაც კიბეებზე ასვლა დაიწყო.

"მახსოვს." თქვა ლუიმ და ოთახში შევიდა.

საოჯახო ფოტო კრემისფერ კედელზე ფანჯრის გვერდით კიდია. შინდისფერი სანათური საწოლის მარცხენა მხარეს დგას, თუ ჰარი გაიღვიძებს და წიგნის კითხვა მოუნდება. მაისური გაიხადა და ადიდასის სპორტულები ჩაიცვა, რომ უფრო თავისუფლად იყოს.

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now