21

180 30 23
                                    

ოთახი სადაც ჰარი გაღვიძებისას აღმოჩნდა თეთრი და ადგილ-ადგილ ნესტისაგან გაყვითლებული. თვალები დასიებული და წითელი აქვს. გამოსახულებებს ოთახში გაბლანდულად ხედავს.

"გაიღვიძე." ვიღაცის ხმა ესმის და ცდილობს გაირხეს მაგრამ სხეულს ვერ გრძნობს. დაფეთებული ცდილობს თავი გაამოძრაოს მაგრამ უშედეგოდ.

"დაწყნარდი... კარგად ხარ!" ვიღაცამ ყბა დაუჭირა.

"აბა ოფიცერო,.. გაქვთ რაიმე სათქმელი?" პრესვუდის ხმამ ტვინში ზარებივით გაჰკრა.

"რ-რ-რ-ა მ-მ-მ-ჭ-ი-რ-რ-ს?" ლაპარაკისას ისეთი შეგრძნება დარჩა თითქოს ენა გასიებული ჰქონდა.

"აჰ, წამლის ზედმეტმა დოზირებამ მოკლე ხნიანი დამბლა გამოიწვია. ხომ გითცარი ძლიერი ხარ თქო." გაიცინა ექიმმა პრესვუდმა.

"ლ-ლ-ლ-უ-ი..."

"ნუ დაიღლები ჰარი, ძვირფასო. ის კარცერში ჩავიყვანეთ."

ჰარის გული ეკუმშება. ალბათ ახლა ლუი მარტოა და ალბათ ეშინია კიდეც...

"ახლა კი," პრესვუდს ჭიქით წყალი მიაქვს ჰარის ტუჩებთან, ცალი ხელით კეფას უჭერს და წყალს ძალით ასმევს. "მითხარი, მზად ხარ დაემშვიდობო იმას რაც არასდროს გქონია?"

ჰარიმ თვალები გააფართოვა და დაბნეულმა შეხედა წითურთმიან კაცს.

"სამსახურს დაკარგავ და შენს 'ოფიცრის წოდება'-საც, ჰარი."

ჰარის ეს არ ადარდებს. ლუი უფრო ადარდებს, რომელიც არავინ იცის ახლა როგორაა. ნელ-ნელა მისი სხეული წამლის მოქმედებას კარგავდა, კანის თითოეული უჯრედი ახალა ისე აეწვა თითქოს, ვიღაც მილიონობით წვრილ ნემსს ასობდა.

"მაგრამ," პრესვუდი პაუზას იღებს. "გამოიცანი, რა გავაკეთე ჩემი გულითადი მეგობრისთვის?"

ჰარი თვალებს ტანჯვით ახამხამებს.

"კარგი, დრო იწურება ჰაროლდ, ძვირფასო. მე უბრალოდ თვალები დავხუჭე. დავივიწყე. ნუ იღელვებ, მაგრამ ვალში ხარ."

The Sins Of The Past [L.S](completed) Where stories live. Discover now