ლუი პატარა გვერდული ღიმილით კოცნის მძინარე ჰარის შუბლზე და საწოლიდან ფრთხილად დგება.ჰარის დაბადების დღეა და ლუის უკვე აქვს პატარა გეგმები თუ რას გააკეთებს, იმისთვის, რომ ჰარი გააბედნიეროს. ეს დღე მისთვის იდეალურად უნდა წარმართოს.
სამზარეულოში შედის, ტელევიზორს რთავს და დილის გადაცემაზე აჩერებს არხებს. კულინარიული შოუ ეს-ეს იყო დაწყებული და ლუი ბედნიერი ხითხითებს.
"დარწმუნდით, რომ ინგრედიენტები გაქვთ. ეს არის:..."
"კარგი, ჰმჰ.... ვნახოთ." ლუი მაცივარს აღებს და საყინულედან თევზის ნახევარფაბრიკატული კატლეტები გადმოაქვს. შემდეგ კიტრს და ორცალ კაშკაშა, წითელ პომიდორს იღებს და ორივეს სასწრაფოდ რეცხავს. მაცივარში ყველს ნახულობს და გაბედნიერებული დებს დახლზე.
"ვიწყებთ პურის გახუხვით, კარაქის მცირე ნაჭერი გადაიტანეთ გახურებულ ტაფაზე და დანით მთელს სივრცეს მოატარეთ, როგორც კი დადნება კარაქი გადაიტანეთ პურის ნაჭრები ტაფაზე."
ლუი წვალებით ჭრის კარაქს და მთელს ტაფას ატარებს. გახურებული ცხიმი შიშინს იწყებს და მდუღარე ბუშტუკები, რომლებიც სკდება ლუის ხვდება.
YOU ARE READING
The Sins Of The Past [L.S](completed)
Fanfiction"ჩემი აზრით თქვენ დაუნდობელი და უგრძნობი ხართ. ეს ცუდია." "მაშ დაუნდობლობაა ბოროტება? გამოდის, ღმერთი დაუნდობელი და ბოროტი ყოფილა ჩემნაირი შეცდომა, რომ დაუშვა დედამიწაზე." "მორწმუნე ხართ მისტერ ტომლინსონ?" იკითხა სტაილსმა და კიდევ ერთი სიტყვა ჩაინ...